გია აბაშიძე პაველ ჰერჩინსკიზე: ევროკავშირის წარმომადგენელი დაუფარავი, თავხედური დეზინფორმაციით არათუ რევანშისტებს ქომაგობს, არამედ „მსაჯულის მანტიით

გია აბაშიძე პაველ ჰერჩინსკიზე: ევროკავშირის წარმომადგენელი დაუფარავი, თავხედური დეზინფორმაციით არათუ რევანშისტებს ქომაგობს, არამედ „მსაჯულის მანტიით" პოლიციელებზე თავდამსხმელ ექსტრემისტებს „ევრო-ინდულგენციებს" ურიგებს

პოლიტიკური პარტია ეხმაურება ჰერჩინსკის ბოლო ინტერვიუს სექტის ერთ-ერთ "კედლის გაზეთ" "ბათუმელებთან", სადაც ევროკავშირის წარმომადგენელი დაუფარავი, თავხედური დეზინფორმაციით არათუ რევანშისტებს ქომაგობს, არამედ "მსაჯულის მანტიით" პოლიციელებზე თავდამსხმელ ექსტრემისტებს "ევრო-ინდულგენციებს" ურიგებს - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, არც "ხალხის ძალის" და არც "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მხრიდან ცალკეული დასავლელი დიპლომატებისა თუ პოლიტიკური აქტორების ავაზაკური საქმიანობის მხილება "ჰაერიდან მოტანილი" არაა და გამყარებულია უტყუარი ფაქტებით.

„ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ანტიქართულ საქმიანობაში "რუბიკონი გადალახა" და ამ სამარცხვინო ტენდენციას გმობს "ხალხის ძალა", რომლის არგუმენტირებული შეფასებით, ეს "დიფ სთეითის" ნაცაგენტების ხელისუფლებაში მობრუნების პირდაპირი აქტივობაა.
პოლიტიკური პარტია ეხმაურება ჰერჩინსკის ბოლო ინტერვიუს სექტის ერთ-ერთ "კედლის გაზეთ" "ბათუმელებთან", სადაც ევროკავშირის წარმომადგენელი დაუფარავი, თავხედური დეზინფორმაციით არათუ რევანშისტებს ქომაგობს, არამედ "მსაჯულის მანტიით" პოლიციელებზე თავდამსხმელ ექსტრემისტებს "ევრო-ინდულგენციებს" ურიგებს.
"პოლიტიკოსებისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის კარგა ხანია ცხადია, რომ პაველ ჰერჩინსკი „დიფ სთეითის“, ანუ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელია, რომლის მთავარი ამოცანა სუვერენული ქვეყნის სუვერენული მთავრობისთვის პრობლემების შექმნა და გლობალური ომის პარტიის აგენტების ხელისუფლებაში დაბრუნების ხელშეწყობაა", - მართებულად აღნიშნულია "ხალხის ძალის" განცხადებაში.
რასაკვირველია, არც "ხალხის ძალის" და არც "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მხრიდან ცალკეული დასავლელი დიპლომატებისა თუ პოლიტიკური აქტორების ავაზაკური საქმიანობის მხილება "ჰაერიდან მოტანილი" არაა და გამყარებულია უტყუარი ფაქტებით.
ხოლო ის ადგილობრივი პოლიტიკოსები თუ ნაცანგაჟირებული "ჟურნალისტები", ვისაც ვითომ არ სჯერათ "დიფ სთეითის" არსებობის, მისი შავბნელი მიზნებისა და ზრახვების, საერთაშორისო პოლიტიკას ისე იცნობენ, როგორც პანდემიის დროს იყვნენ ე.წ. ვირუსოლოგები და ე.წ. პულმუნოლოგები“, - წერს აბაშიძე.