საქართველო აჩვენებს ძლიერ დემოკრატიას თავის ინსტიტუტებში- ამბობს ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, რომელმაც ათეულობით წელი გაატარა ევროპული სასამართლოში უფროსი მოსამართლის პოზიციაზე.
„ეს ხელისუფლება დაუტოვებს თავის ლეგიტიმურობას ევროპულ დემოკრატიულ სისტემებს, რომლის გაუქმებაც შეუძლებელი გახდება,“- განაცხადა წულუკიანმა. ეს არის „სისტემა, რომელიც გადაარჩენს ნებისმიერ მინისტრს ან პოლიტიკოსს“ დასძინა მან.
მინისტრი სტუმრობდა ბრუსელს ვიდრე საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან მოეწერება ხელი ნოემბერში.
ახალ ევროპასთან საუბრისას წულუკიანმა განაცხადა, „პირველი დღიდანვე, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში შარშან, ჩვენ არ გვინდოდა იგივე გაგვეკეთებინა, რაც წინა ხელისუფლებას, რომელმაც დაითხოვა მოსამართლეები ვარდების რევოლუციის შემდეგ“.
მინისტრი ამტკიცებს, რომ ისინი ახორციელებენ სასამართლო რეფორმას, რომ გათავისუფლდეს ის პოლიტიკური ზეგავლენებისაგან. „ჩვენ გადავწყვიტეთ, განვახორციელოთ რეფორმა ეტაპობრივად და პირველი ეტაპი ეხლახანს დავასრულეთ. რაც გულისხმობდა მოსამართლეების გათავისუფლებას პროკურატურის წნეხიდან და სხვადასხვა დონის გარეშე მოთამაშეებისაგან.“
„ჩვენ ასევე გავათავისუფლეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკოსებისგან,“ დასძინა მან, „იქ პოლიტიკოსების ყოფნა და იურიდიული საკითხების გადაჭრა არაა სწორი.“
„როდესაც მოსამართლე თავისუფალია, ეს ართულებს ცხოვრებას, პროკურატურას სჭირდება ისწავლოს, როგორ გამოიყენოს სამხილები, ნაცვლად იმისა, რომ უკარნახოს მოსამართლეებს და მოსამართლეებმაც უნდა გაიაზრონ, რომ ისინი ნამდვილად თავისუფლები არიან.“
შემდეგი ეტაპი გამოცხადდა, მოსამართლეების დანიშვნის ახალი წესები შემუშავდა, თუმცა მინისტრი ხაზს უსვამს, რომ მომავალი ცვლილებები არ მოახდენს გავლენას იმ მოსამართლეებზე, რომელთაც უკვე უჭირავთ ეს თანამდებობი. მეორე ეტაპზე დაწესდება შეძღუდვები სასამართლოს პრეზიდენტის ძალაუფლებაზე
„ყველა მოსამართლეს ეშინია მათი პრეზიდენტის, რადგან მას ეუძლია დისციპლინარული პროცედურების ინიცირება, რომელიც ჩვენ გვსურს გავხადოთ ხალხისთვის უფრო მიუკერძოებელი. ჩვენ გვჭირდება გავაძლიეროთ მოსამართლეები, ისე, რომ მათ შესძლონ აკუთარი პრეზიდენტების არჩევა,“ თქვა მინისტრმა.
ჩვენი მიზანია შეიქმნას საქართველოში ის, რასაც ეწოდება ინსტიტუციონალური დემოკრატია, ინსტიტუტებს შეუძლიათ გადაარჩინონ ნებისმიერი ხელისუფლება, ჩემი კაბინეტი მუშაობს საქართველო მომავალი ხელისუფლებებისათვის, და არა მხოლოდ თავისი თავისთვის,“ ამბობს ის.
წულუკიანი ეთანხმება, რომ ეს იგივე მიდგომაა, რაც ახსენა ქეთრინ ეშტონმა თავის „ძლიერი დემოკრატიის“ კონცეფციაში, საჭიროა მეტი გაკეთდეს სტრუქტურებსა და ინსტუტყტებში, ვიდრე უბრალოდ პერიოდულად აირჩეს პარლამენტი.
„ჩვენ გვინდა ის, რაც იმუშავებს დემოკრატიული მეთოდებით,“ ამბობს წულუკიანი, „აქამდე ჩვენ გვყავდა ძლიერი ლიდერები, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ისინი წავიდნენ და ცხოვრება აირია.ჩვენ არ გვჭირდება პიროვნებები, ჩვენ გვინდა ინსტიტუტები.“
მინისტრის გამოცდილება როგორც ჩანს კარგად ესადაგება მის დავალებას, მაგრამ მის რბილ საუბრის მანერას უკან უდგას მისი თვადადება და არგუმენტები. რა თქმა უნდა, მისი ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რომ წაძღოლოდა მშფოთვარე ქართული პოლიტიკას, იყო მისი გამოცდილება ადამიანის უფლებათა ევროპული სამსამართლოში.
„მე ვმუშაობდი სამსამართლოში იურისტად ათობით წელიწადი და განვიხილავდი ქართულ საქმეებსაც“ აცხადებს ის, „ამ საქმეებმა აჩვენა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი სულაც არ იყო კარგად. მიუხედავად, იმისა, რომ მე ვიყავი მუდმივი თანამშრომელი, მე დავბრუნდი საქართველოში და მოვედი პოლიტიკაში.“
ეს იყო 2010 წელს, სანამ ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში“ გვიხსნის ის, „ მე შევუერთდით თავისუფალ დემოკრატებთან. ე იყო უიმედო დრო, რადგან ყველგან იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.“
ის აგრძელებს, „პატარა ოპოზიციურ პარტიას არ შეეძლო ეფექტურად ებრძლოა, მას არ ქონდა ფინანსები და ისიც კი არ შეგვეძლო, რომ გადაგვეხადა ჩვენი ოფისის ქირა. ეს არის პერიოდი, როგორც იტყვიან უიმედო“.
შემდეგ ივანიშვილი ჩამოვიდა და შექმნა მისი კოალიცია,“ მე იმედი მაქვ, ჩვენ ერთად ვიქნებით არჩევნებისათვის,“ დასძენს ის.
თუმცა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა, რომ მიდის პოლიტიკიდან.
მან ეს თქვა თავიდანვე „მე აქ ვარ მხოლოდ ერთი ან ორი წელი და არავინ დაიჯერა ეს,“ ამბობს წულუკიანი და აღნიშნავს, „ ახლა ის იცინის ჩვეზე, და ამბობს, რომ ჩვენ მას არ ვუჯერებთ, მაგრამ ის მიდის!“
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენი გახდა პოლიტიკოსი, საქართველო ევროპისკენ იყურება.
„ჩვენ ასევე ვუხსნით ევროპას გზას სხვა ქვეყნებისკენ, რადგან ვართ ხიდი. ჩვენ უდავოდ ვართ ევროპელი ერი. ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ მომავალზე რადგან ჩვენმა ხალხმა აირჩია ეს და არა პოლიტიკოსებმა“
http://www.neurope.eu/article/georgia-bringing-deep-democracy