19 სექტემბერს, სპორტის სასახლეში, კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტი, კოალიციის ლიდერები, საზოგადოების წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები ესწრებოდნენ.
გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციას ნინელი ჭანკვეტაძე უძღვებოდა. შეხვედრა ახალგაზრდებმა გახსნეს, საზოგადოებას საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერისკენ მათმა წარმომადგენელმა ოთარ აბესაძემ მოუწოდა.
სპორტის სასახლის სცენიდან საზოგადოებას მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც სიტყვა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს გადასცა.
გიორგი მარგველაშვილმა მოკლედ მიმოიხილა განვლილი წლები და ახალი ხელისუფლების განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა. ძირითადი აქცენტები კი საკუთარ პროგრამის პრიორიტეტებს და ქვეყნის განვითარების მომავალ გეგმებს დაუთმო.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნა ახალი ამოცანების და გამოწვევების წინაშე დგას, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები კი დემოკრატიის ტრადიციად უნდა იქცეს.
ქვეყნის განვითარების მთავარ პრიორიტეტად გიორგი მარგველაშვილმა ეკონომიკა დაასახელა, რისთვისაც მნიშვნელოვანია სტაბილური გარემოს შექმნა, არსებული პოტენციალის გაძლიერება, ინვესტიციების მოზიდვა, ბაზრების გაფართოება და საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში უფრო ინტენსიური ჩართვა. მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეიქმნება სრულიად ახალი დასაქმების ეკონომიკა.
განათლება და მეციერება
სახელმწიფო უზრუნველყოფს განათლების, როგორც კონსტიტუციური უფლების დაცვას. ავტონომიურობისა დააკადემიური თავისუფლების პრინციპების რეალურად განხორციელებას და შექმნის აკადემიური თავისუფლების დაცვის საკნონმდებლო გარანტიებს და მექანიზმებს.
ჯანდაცვა
ჯანდაცვის რეფორმის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის ფუნდამენტურია. მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს პრევენციულ მედიცინაზე.
დემოკრატია
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დემოკრატია, დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცედურები. აუცილებელია მოქალაქეთასრულუფლებიანი მონაწილეობა ქვეყნის მართვაში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითმმართველობის, პოლიტიკური ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი.
თვითმმართველობა
თვითმმართველობის რეფორმის არსია ავტორიტარიზმის პირობებში ჩამოყალიბებული ზეცენტრალიზებული სისტემის დეცენტრალიზაცია, მმართველობის უფრო ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება. ადგილობრივი მმართველობები ავტონომიურნი უნდა იყვნენ ცენტრისაგან და, ამავე დროს, - ანგარიშვალდებულნი უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე.
პოლიტიკური პარტიები
კოალიციის გამარჯვებამ საქართველოში დაასრულა ერთპარტიული მმართველობა და სათავე დაუდო პლურალისტური პოლიტიკური სისტემის განვითარებას.
სამოქალაქო საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის იქნება სამოქალაქო ინიციატივების, ინსტიტუტების ავტონომიურობისგარანტი. პრეზიდენტის ვალდებულებაა, იმოქმედოს მოქალაქეთა თავისუფლების უზენაესობის პრინციპისშესაბამისად, პრეზიდენტის ინსტიტუტის მთელი პოლიტიკური გავლენა ჩააყენოს მოქალაქეთა სამსახურში,უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლება, იშრომონ საკუთარი ხედვებისა და ღირებულებების შესაბამისად.
ადამიანის უფლებები
ადამიანის უფლებები უნივერსალური და საყოველთაოა. დემოკრატიული სახელმწიფოს მიზანია, ყოველი ადამიანისუფლებები ერთნაირად დაიცვას. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ამა თუ იმ ნიშნით ადამიანთა დევნა, შევიწროება დადისკრიმინაცია.
ბიზნესი:
ჩვენ დავიწყეთ და უნდა განვავითაროთ ხელსაყრელი პირობების შექმნა ბიზნესისა და მეწარმეობისათვის. უცხოურიინვესტიციების მოზიდვა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; პრეფერენციული საექსპორტო პირობების შექმნა და ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება; მომსახურებაზე, სამუშაო ძალასა და კაპიტალზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გავრცელების ხელშეწყობა; ქვეყნის საწარმოო, ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა ჩვენი პრიორიტეტებია.
სასამართლო
სასამართლოს დეპოლიტიზაციამ, როგორც ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციის ზრდა, ასევე საერთაშორისო რეპუტაციის აღდგენა უნდა განაპირობოს. მოსამართლეები რეალურად უნდა გათავისუფლდნენ ნებისმიერი სახისკონტროლისაგან, და არ უნდა ცნობდნენ სხვა ავტორიტეტს, გარდა კანონისა და სამართლიანობისა. ამ მიზნისათვის, პირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიები ხელისუფლების სამივე შტოს მონაწილეობით;
ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა
საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა პრეზიდენტის უმთავრესი ამოცანაა. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გრძელვადიან გარანტიას თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს, რაც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით მიიღწევა.
უნდა მოხდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის და ეფექტიანობის მუდმივი ზრდა, ნებისმიერი თანამედროვე საფრთხეისა და გამოწვევასთან გასამკლავებლად.
საგარეო პოლიტიკის ძირითადი ამოცანები
აუცილებელია საგარეო პოლიტიკის გააქტიურება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის,საერთაშორისო და რეგიონალურ პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტივობის ზრდის, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელების და ქვეყნის დეოკუპაციის უზრუნველსაყოფად.
საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისი ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის,დეოკუპაციას და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენას.
აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამემამულეებს ვთავაზობთ ერთად ვაშენოთ წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფო.
საერთაშორისო თანამეგობრობაში ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსის დამკვიდრება
ევროპული კულტურა და ღირებულებები ყველაზე ახლოს დგას ქართულ ეროვნულ იდეასა და იდენტობასთან. საქართველო პოლიტიკურად უნდა გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი და საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო ევროპული სახლის მშენებლობაში.
საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები და რეგიონალური თანამშრომლობა
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება უმნიშნელოვანესი სტიმულია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის; პრიორიტეტულია აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარნიორების ქარტიის ფარგლებში ეკონომიკური შესაძლებლობების რეალიზება და აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისგაფორმებაზე მოლაპარკებების დაწყება; საქართველოს აქვს ისტორიული მისია, იქცეს ევროპას და აზიას შორის თანამშრომლობის, დიალოგის და თანხმობის ადგილად. ასევე აქტუალურია თურქეთთან და აზერბაიჯანთანმჭიდრო რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება ენერგეტიკის, სატრანსპორტო და სავაჭრო სფეროებში; შავიდა კასპიის ზღვების ქვეყნებთან რეგიონალური თანამშრომლობა და ერთიანი სატარიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; რუსეთთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოვება მსოფლიოსავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში.
ეკლესია
საქართველოს ეკლესიის კონსტიტუციით აღიარებული ისტორიული როლის ხაზგასმა მოხდა საკონსტიტუციო შეთანხმების –კონკორდატის მეშვეობით. პრეზიდენტი იქნება მისი დაცვის გარანტი.
კულტურა
სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანებია, ერთი მხრივ – არსებულის დაცვის, შენახვის, პოპულარიზაციის, კულტურულ ფასეულობათა გავრცელების, ადამიანთა კულტურული ცნობიერების ამაღლების, და მეორე მხრივ – კულტურის უწყვეტი განვითარების, შემოქმედებითი შრომის პირობათა უზრუნველყოფა.
ჩვენი ქვეყნის ეთნიკური, კულტურული, რელიგიური სიჭრელე ამოუწურავი რესურსია მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული სივრცის ფორმირებისათვის, ადამიანებს შორის დიალოგისა და ურთიერთგაგებისათვის.
ქართული ენა სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაკომპლექტდება იმ სფეროების წარმომადგენლებით, რომლებსაც საგანგებო ყურადღება სჭირდება. ესაა ბიზნესი, ფერმერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, სტუდენტობა, ემიგრანტები და ა.შ. რაც განაპირობებს პრეზიდენტის მუდმივ ჩართულობას საზოგადოების პრობლემებისა და გამოწვევების მოსაგვარებლად.