ახალაგაზრდთა პოლიტოლოგთა კლუბმა საქართველოს მასშტაბით სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე სულ 3 400 რესპოდენტი გამოიკითხა, მათ შორის არაქართულ ენოვანი მოსახლეობაც. კვლევის შედეგების პრეზენტაცია for.ge-ს პრეს-კლუბში გაიმართა. როგორც ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი რამაზ ბეჭვაია აცხადებს, კვლევის მიხედვით მეორე ტური გამართება. კვლევა 5 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა.
კითხვაზე ხვალ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს, ვის დაუჭერდით მხარს გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა - გიორგი მარგველაშვილი 29,4%; ნინო ბურჯანაძე 27, 9%; დავით ბაქრაძე 9,4%; შალვა ნათელაშვილი 3,6%; გიორგი თარგამაძე 2,2%; ნესტან კირთაძე 1,7%. არჩევნებში მონაწილეობის მიღება ჯერ არ გადაუწყვეტია 8,9%, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს 12%. გამოკითხულთა 8% კი არც ერთ კანდიდატს არ აძლევს ხმას. როგორც რამაზ ბეჭვაია ამბობს კველევის ცდომილება დაახლოებით 2-3%-ია.
„ამ კვლევით დასტურდება, რომ ვერც ერთი კანდიდატი ვერ აგროვებს 50%-ს პლიუს ერთი ხმა. შესაბამისად ჩატარდება მეორე ტური. მეორე ტური კი გაიმართება გიორგი მარგველაშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის. კველვა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარდა. დამკვეთის სურვილიდან გამომდინარე ეს რჩება კონფენდიციალურად“, - აცხადებს რამაზ ბეჭვაია.
ამ კველვის მიხედვით გამოკითხულთა 24,6% თვლის, რომ ქვეყანაში მოვლენები ვითარდება სწორი მიმართულებით, 37,5% თვლის, რომ მოვლენები ვითარდება უფრო სწორი, ვიდრე არასწორი მიმართულებით, 14,8% თვლის, რომ მოვლენები ვითარდება უფრო არასწორი, ვიდრე სწორი მიმართულებით, 8,6% თვლის, რომ მოვლენები არასწორი მიმართულებით ვითარდება, 14,6%-ს უჭირს პასუხის გაცემა.
კითხვაზე როგორ შეიცვალა ბოლო 8 თვის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა 4,6% თვლის, რომ საგრძნობლად გაუმჯობესდა, 15,5% თვლის, რომ უფრო გაუმჯობესდა, ვიდრე გაუარესდა, 64,0% თვლის, რომ არაფერი შეცვლილა, 9,2% თვლის, რომ უფრო გაუარესდა, ვიდრე გაუმჯობესდა, 3,2% თვლის, რომ ვითარება საგრძნობლად გაუარესდა, 3,5%-ს უჭირს პასუხის გაცემა.
კვლევის მიხედვით 3,4% უარყოფითად აფასებს კოალიცია „ქართული ოცნების“ საქმიანობას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 6,8% ძირითადად უარყოფითად, 35,4% არც დადებითად და არც უარყოფითად, 32,0% ძირითადად დადებითად, 18,2% ძალზედ დადებითად, ხოლო 4,2%-ს უჭირს პასუხის გაცემა.
კითხვაზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისთვის რომელი გზა იქნება უფრო ეფექტური გამოკითხულთა 44,2% ეფექტურად ნატოში გაწევრიანება მიაჩნია, 27,1%-ს ნეიტრალიტეტის შენარჩუნება, 18,1%-ს რუსეთთან მოკავშირეობა, 9,0%-ს ევროკავშირში გაწევრიანება, ხოლო 1,6%-ს უჭირს პასუხის გაცემა. კითხვაზე, რა გავლენას მოახდეს საქართველოს გაწევრიანება ნატოში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით, 23,7% თვლის, რომ ნატოში გაწევრიანება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტერიტორიების დაბრუნებას, 22,1%-ს მიაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანება ტერიტორიების დაბრუნების გარანტია, 3,8%-ის აზრით საბოლოოდ დავკარგავთ ამ ტერიტორიებს, 13,6%-ს უჭირს პასუხის გაცემა, 29,1% თვლის, რომ არავითარი გავლენა არ ექნება.
ახალაგაზრდთა პოლიტოლოგთა კლუბის წევრების განცხადებით, მათი სურვილია საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამ მასშტაბის კვლევის ჩატარება.