შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, თბილისში მცხოვრები, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული ვახტანგ შ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „კალაშნიკოვი“-ს სისტემის „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატი, ორი მჭიდი და 98 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).