საპატრულო პოლიციის რებრენდინგი სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც განხორციელდა

საპატრულო პოლიციის რებრენდინგი სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის რებრენდინგს აგრძელებს. დღეს ახალი საპატრულო მანქანები სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ოფიციალურად გადაეცა. ღონისძიება ახალციხეში გაიმართა. მას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამცხე-ჯავახეთში საპატრულო პოლიციის ავტოპარკი მთლიანად განახლდა და 6 „შკოდა“-ს მარკის და 2 „ ტოიტა ჰაილუქსი"-ს მარკის („პიკაპი"-ს ტიპის) ახალი ავტომანქანით შეივსო.

გარდა ამისა, პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და პოლიციელისთვის საჭირო სხვა სპეციალური საშუალებები.

საპატრულო პოლიციის რებრენდინგი თბილისში, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში უკვე განხორციელდა.

ძვირფასო კოლეგებო, გთხოვთ ჩვენს მიერ გამოგზავნილი ფოტო დადოთ ამ ინფორმაციასთან ერთად. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.