ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ სამხედროებს შეიარაღებულ ძალებში მსახურის გაგრძელება სურთ

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ სამხედროებს შეიარაღებულ ძალებში მსახურის გაგრძელება სურთ

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მოსამსახურე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრების პროგრამის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა საინჟინრო ბრიგადაში გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ ბანიამინ კასიმოვთან შეხვედრისას სამხედროებმა სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, მათ მსახური საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელონ. ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელმა სამხედროებმა კმაყოფილება გამოთქვეს საინჟინრო ბრიგადაში არსებულ პირობებსა და ვითარებაზეც.

ბანიამინ კასიმოვმა ჯარისკაცებს მშობლიურ ენაზე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების, შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ ჯარისკაცებთან შეხვედრები მიზნად ისახავს მათთვის საქართველოს შეიარარებულ ძალებში პროფესიული სამხედრო სამსახურისადმი ინტერესის გაღვივებას, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ასევე მათი პრობლემების მოსმენა და შემდგომი რეაგირება პრევენციის მიზნით, რაც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებში მოქალაქეობრივი ღირსების განცდას აამაღლებს.

ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ სამხედროებთან შეხვედრები სხვადასხვა ქვედანაყოფში პერიოდულად იმართება.