ხულოს რაიონში ხიხანის ხეობაში „უაზ“-ის ტიპის ძარიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა საჭე ვერ დამოირჩილა, რის შედეგადაც ავტომანქანა გადაბრუნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სატრანსპორტო საშუალებაში 13 ადამიანი იმყოფებოდა. სხვადასხვა სახის სხეულის დაზიანება ყველა მათგანმა მიიღო. დაშავებულებიდან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შედარებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი დაშავებულის ტრანსპორტირება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიატუაციების მართვის სააგენტოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის შედეგად ვერტმფრენით განხორციელდა და რეანომობილის საშუალებით ბათუმის რეფერეალურ საავამდყოფოში გადაიყვანეს. 7 დაშავებული კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა შუახევის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს.
ამ დროისთვის ყველა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის ფაქტზე (სსკს-ს 276-ე) მიმდინარეობს. გამოძიებას შსს-ს ხულოს რაიონული პოლიციის სამმართველო აწარმოებს.