მაღალი რანგის ამერიკელმა ჩინოვნიკებმა წარმოადგინეს გეგმა, რომლის თანახმად, შეერთებული შტატები არ დაუჭრდა მხარს ნატოს შემდგომ გაფართოებას, თუკი მოსკოვი მასთან სირიასთან დაკავშირებულ საკითხებში ითანამშრომლებდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მათ ასეთ გეგმაზე უარი თქვეს. ამის შესახებ წერს გაზეთი Wall Street Journal-ი. სტატია მიეძღვნა „ადრე გამოუქვეყნებელ დისკუსიებს, რომელიც უკავშირდებოდა სირიიის სამოქალაქო ომით შეერთებული შტატების დაინტერესების ხარისხს“.
„2012 წლის დასაწყისში, თეთრი სახლის ჩინოვნიკებმა ასეთი შეკითხვა დასვეს: რით შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს დაარწმუნოს რუსეთი, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვას სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მხარდაჭერაზე. ევროპაში ანტისარაკეტო სისტემების განთავსებაზე უარი? ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებული გეგმების შეწყვეტა?
საბოლოო გადაწყვეტილება ასეთია: განხილვებში მონაწილე მოქმედი და გადამდგარი ჩინოვნიკების ინფორმაციით, გადაწყდა, რომ ზემოთხსენებულ ინიციატივებზე უარის თქმა სირიაზე გარიგების გამო, არ ღირდა. მათ გამოთქვეს ასევე ეჭვი, რომ მსგავს ნაბიჯს დადებითი შედეგები არ მოჰყვებოდა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად განსხვავებულია პუტინის მოტივები აშშ-ის ხაზისგან“.
მაგრამ, რა თქმა უნდა, მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და რუსეთი გასაოცრად მსხვილ მოთამაშედ იქცა სირიის ირგვლივ დრამატულად და სწრაფად მიმდინარე დიპლომატიურ თამაშში. (სტატიის გამოქვეყნებისთვის, სიტუაცია, სავარაუდოდ აუცილებლად შეიცვლება).
მიუხედავად ამისა, ნატოს გაფართოების საკითხი, მეტ-ნაკლებად შეფერხდა. ბლოკში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებიდან, ბოსნიის, მაკედონიის, ჩერნოგორიის და საქართველოს ჩათვლით, რუსეთი აპროტესტებს მხოლოდ საქართველოს მიღებას, და როგორც ჩანს უკვე „დაუთმო“ ცენტრალური ევროპა და ბალკანეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და ევროკავშირს. ამიტომ, მე რომ ქართველი ჩინოვნიკი ვიყო, ძალიან გამახარებდა Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული სტატია, რადგან ჩემი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, როგორც ჩანს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემა ღირებულია.