ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სექტორების დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს. სანქციების პაკეტი საქართველოს ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნეს საქმიანობას შეიძლება ირიბად შეეხოს.
საქმე ისაა, რომ რუსეთის ფედერაციაში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იზღუდება. თუკი აქამდე მოქმედი წესით რუსეთში 50 000 ევროზე ძვირადღირებული ავტომობილების შეყვანა იკრძალებოდა, სანქციების მე-11 პაკეტით მას 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების ექსპორტის შეზღუდვაც დაემატა.
თბილისში ვიზიტად მყოფმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დეივიდ ოსალივანმა რუსეთში ავტომობილების ექსპორტის შესახებ დასმულ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლად ჩაითვლება ფაქტები თუ საქართველოს მოქალაქე ევროკავშირში შეძენილ ავტომობილს რუსეთში გაყიდის.
სექტორში მიმდინარე პროცესებზე და სამომავლოდ სანქციების გავლენებზე ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელმა ისაუბრა. ასოციაციის ხელმძღვანელმა მნიშვნელოვანი უწოდა იმპორტიორებსა და სახელმწიფოს შორის ინფორმაციის უფრო აქტიურ გაცვლას სანქციებთან დაკავშირებით. სექტორისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთის სანქციების ქვეშ არ მოექცნენ.
„ჩვენ ბიზნესს რუსეთის ბაზარზე გათვლა არასდროს ჰქონია, პირიქით, პარტნიორებად განვიხილავთ დასავლეთს, ევროპას, აქედან ვახდენთ ავტომობილის იმპორტირებას, ხოლო შემდგომ გაგვყავს ან შუა აზიის ქვეყნებში, ან აზერბაიჯანსა და უკრაინაში. რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, ციფრები გვიჩვენებს, რომ გაზრდილია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ან რუსეთის ბაზარზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული.
აქ რაღაც ბუნდოვანება რჩება. მაგალითად, თუ ქართველ იმპორტიორს არ ჰქონდა ინფორმაცია და ავტომობილი გაყიდა პირობითად, ყაზახეთის მოქალაქეზე, რომელმაც ეს ავტომობილი გაყიდა რუსეთში, ამის შემდეგ ვსანქცირდებით ჩვენ, ქართველი ავტოიმპორტიორები, იმის გამო, რომ არ გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია? აქ უკვე ვხედავ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის აუცილებლობას.
ამის გამო თუ ქართველ ავტოიმპორტიორებს სანქციები შეეხება, დაზარალდება არა მხოლოდ იმპორტიორი, ასევე საქართველოს ბიუჯეტიც და ჩავთვალოთ, რომ მოკვდება ეს სექტორი. ვერც კერძო ავტოდილერი და ვერც ასოციაცია ვერ გააკონტროლებს სანქციების თემას, არ აქვს რესურსი, უნდა გააკონტროლოს სახელმწიფომ“, - განუცხადა „კომერსანტს“ დარბაისელმა.
მისი აზრიით, შეზღუდვის მხრივ ზარალის შედარებაც კი არ შეიძლება სანქციებში მოხვედრის ზარალთან, რადგან ეს სექტორის სიკვდილს გამოიწვევს.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებლის ალექსი ნონიაძის თქმით კი, „ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მიმართულებით, ფაქტობრივად, არაფერი არ უნდა გავიდეს“. შესაბამისად, მთავრობამ საკითხი ცენტრალიზებულად უნდა დაარეგულიროს და ინდივიდუალური ავტოიმპორტიორების ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
„ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მიმართულებით ფაქტობრივად, არაფერი არ უნდა გავიდეს. ეს არის მითითება. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ქვეყანაში შემოსული ავტომობილი ჯერ გადის ტექმომსახურებას და შემდგომ უკვე გამართულ მდგომარეობაში რეექსპორტზე სხვა ქვეყნებში. იმიტომაც ვართ ავტოჰაბი, რომ ავტომობილი მომსახურებას კომპლექსურად გადის და უკვე ტექნიკურად გამზადებული გაჰყავთ.
რაც შეეხება კითხვას, რამდენად ვიზარალებთ, თუ გავითვალისწინებთ წინა წლის მოცულობას, ბაზარს დააკლდება 75 მლნ დოლარის ვაჭრობა და ეს მნიშვნელოვანია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვიცი, მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ინდივიდუალურად თითოეული ავტოიმპორტიორის გადასაწყვეტი რომ იყოს გაყიდის ის რუსებზე თუ არა, მე ვფიქრობ, ეს გამოსავალი არ იქნება. არ უნდა დავუშვათ აქ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, რადგან შეიძლება მე უარი ვთქვა ამაზე, მაგრამ სხვა ავტოიპორტიორმა არ მიიჩნიოს ეს კრიტიკულად მნიშვნელოვნად და გაყიდოს. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, უნდა მოხდეს ცენტრალიზებულად ორგანიზება, იგივე მომსახურების სააგენტოში, როდესაც ავტოიმპორტიორი გადაწყვეტს, რომ რეექსპორტით გაუშვას რუსეთში, ამის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს“, - განაცხადა ნონიაძემ.
სპილოს კოღოს ნაკბენი უზამსს რამეეეს??? სამაგიეროდ ის სპილოს ამ კოღოს უცებ გასრესს
ხოდააა ზუსტად ეგ უნდათ ამ ჩვენ დემოკრატ მეგობრებს
ზელინსკიო....
ზელინსკი კი არის დურაკი, მაგრამ მართლა ვერ ხვდებიიით, რომ ამ ყველაფერს ამერიკა აკეთეეებს??
აქაც მე ვარ ....... იქაც მე ვაააარო ......... ამით მაგას გვეუბნებნა ეს პიდარასტი კოლუმბი....
ფეხი არ მოგვჭამოს............... ფეხი.............
მანამ აქეთ არ შეგვეხვეწებიან იქით ელჩი აღარ უნდა გაუშვათ...
ამერიკელებს უნდა დავანახოთ რომ ეგენიც და უკრაინელებიც ფანდარასტები არიან