დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა. ირაკლი ალასანიამ პოლიეტქორ ჭელიძეს 100 წლის იუბილე პირადად მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. პოლიექტორ ჭელიძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია.
ომის შემდეგ, ის წლების განმავლობაში სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. ირაკლი ალასანია ვეტერანის ჯამრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, მას დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა სახელმწიფოს უპირველესი ვალია. “დიდი პატივისცემით მინდა მივულოცო დაბადების დღე ჩვენს გმირ ვეტერანს, რომელიც დღეს 100 წლის გახდა, ასე მხნედ და ასეთი კარგი მეხსიერებით არის. ჯერ კიდევ ბევრ ახალგაზრდას სჯობს და ნამდვილი მებრძოლია. უკრაინის ფრონტზე იბრძოდა დაზვერვის მიმართულებით. მე მართლა მეამაყება, რომ საშუალება მომეცა დღეს მისი ოჯახისათვის მიმელოცა ეს არაჩვეულებრივი დაბადების დღე. იმედი მაქვს, კიდევ მრავალი წელი მომეცემა საშუალება მივულოცო მას იუბილე. მინდა ყველა ვეტერანს ვუთხრა, რომ სახელმწიფო მათ გვერდით იდგება“-განაცხადა ირაკლი ალასანიამ