ომი, რომელიც პენტაგონს არ უნდა

ომი, რომელიც პენტაგონს არ უნდა

რობერტ სქეილზი – არმიის გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი

ჩანაწერებს ბევრი რამის თქმა შეუძლია. კიდევ ერთხელ ნახეთ კადრები გენერალ მარტინ დემფსის, ჩვენი ერის ყველაზე დამსახურებული ჯარისკაცის მონაწილეობით, და ყურადღებით დააკვირდით, როგორ იქცევა ის აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც სირიაში შექმნილ სიტუაციას მიეძღვნა. უდავოა, რომ დემფსის, შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, ეს ომი არ უნდა. მაშინ როდესაც, სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის რიხიანი ხმისა და ჟესტების წყალობით ბევრი განარისხდა ბაშარ ალ-ასადის სისასტიკეებზე, დემფსი მოკრძალებულად დუმდა.

დემფსის მიერ ართქმული სიტყვები, ქვეყნის შეიარაღებული ძალლთა ლიდერების უმრავლესობის მოსაზრებას ასახავს. არ მაქვს პრეტენზია, რომ აშშ-ის ყველა სამხედროს მოსაზრებას გამოვხატავ, თუმცა მე ვიზიარებ პენტაგონის და სხვა ორგანიზაციების იმ წარმომადგენელთა განცდებს, რომლებიც ჩვენი ომების გეგმებს და საბრძოლო სტრატეგიებს ადგენენ. ბოლო დღეების განმავლობაში, რამდენიმე ათეულ, როგორც მოქმედ, ასევე გადამდგარ სამხედრო მოსამსახურეს ველაპარაკე, და დღეს უკვე დარწმუნებული ვარ, რომ გამოვხატავ იმ პროფესიონალთა დიდი უმრავლესობის აზრს, რომლებიც მიმდინარე მოვლენების მოწმენი არიან, მოვლენების, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ამერიკის შეერთებულ შტატებს მორიგ ომამდე.

ისინი თავს უკიდურესად უხერხულად გრძნობენ, როდესაც ობამას ადმინისტრაციის დილეტანტიზმს აბრალებენ, ადმინისტრაციის, რომელიც ცდილობს გონივრული სტრატეგიული გეგმის შემუშავებას. თეთრი სახლის არცერთ წევრს არ აქვს ომის მცირედი გამოცდილებაც კი და არ ესმით ის. ისიც კი, თუ როგორ მიემართება აშშ ომისაკენ, არღვევს ყველა მის პრინციპს, მათ შორის მოულოდნელობის, ძალის მობილიზებისა და მკაფიო, მიღწევადი ამოცანის განსაზღვრის პრინციპებს.

სამხედროებს სძულთ მედიის წარმომადგენელთა ფარისევლობა, რომლებიც განგაშს ტეხენ ჰიტლერიზმის შესაძლო დაბრუნებაზე, მაგრამ კერძო საუბრებში აღაიარებენ, რომ მთავარი მოტივი, რის გამოც ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლით გარისკვა ღირს, არის ჩვენი ვალედებულება დავიცვათ უდანაშაულო ადამიანები მთელ მსოფლიოში. სირიაში დაგეგმილ სამხედრო ოპერაციას არაფერი აქვს საერთო ამერიკის უსაფრთხოების საფრთხეებთან. აშშ-ის არმიის სამოქალაქო ხელმძღვანელები კერძო საუბრებში აღიარებენ, რომ მათ ამოძრავებთ დანაშაულის განცდა იმის გამო, რომ ვერ შეძლეს სისასტიკეების აღკვეთა რუანდაში, სუდანსა და კოსოვოში, და არა ის, რომ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას რამე ემუქრება.

სამხედროებს ანრისხებთ ის, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ომი გვექმუქრება და ხელისუფლება მზად არის საფრთხის ქვეშ დააყენოს ამერიკელების სიცოცხლე, რათა შეასრულოს შემთხვევითი და გაუაზრებელი დაპირება „წითელი ხაზების“ შესახებ. ეს სამხედრო ოპერაცია, პირველ რიგში მიმართულია სირიული რეჟიმის დასჯისა და პრეზიდენტის რეპუტაციის აღდგენისაკენ. პროფესიონალი სამხედროები დარწმუნებულები არიან, რომ კიდევ უფრო მეტი სირიელის მოკვლა არ აიძულებს ირანს წინააღმდეგობის შეწყვეტას. ირანელებმა ჭკუა ისწავლეს.

ჩვენი ხალხი მარტოობას გლოვობს. ჩვენი ჯარისკაცები ამაყობენ საკუთარი დამსახურებებით ომებში, რომელსაც ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვაწარმოებდით, მათ შორის კოალიციის ფარგლებშიც, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს იზიარებდნენ. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი ომი იქნება.

სამხედროები დაიღალნენ ადამიანებისაგან, რომლებსაც სამხედრო ფორმის მორგება უნდათ და უსისხლო ომის იდეა აღაფრთოვანებთ. ერთ-ერთმა სამხედრომ მითხრა „თუკი თქვენ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი ყველაფრის დასრულება, გააგზავნეთ სირიაში შეიარაღებული ძალები და დაე გაანადგუროს მან სირიის არმია. თუკი ჩვენ ერს მიაჩნია, რომ სირია არ ღირს იმად, რომ იქ სერიოზული ოპერაცია ვაწაარმოოთ, მაშინ უბრალოდ დაანებეთ მას თავი“. იმავდროულად ისინი ცხადებენ, რომ სირია ლიბია და სერბეთი არ არის. შესაძლოა, ამერიკა შეეჩვია ომების წარმოებას მესამეხარისხოვან არმიებთან. ისრაელელები კი ჯერ კიდევ 1973 წელს დარწმუნდნენ, რომ სირიელები – სასტიკი და ნაძირალა მკვლელები არიან, რომლებსაც არაფერი აქვთ დასაკარგი.

ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ესმით და სერიოზულად უდგებიან ფიცს, რომ დაიცავენ ჩვენი სამოქალაქო ლიდერების ძალაუფლებას, რომელიც მათ კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული. მათ ესმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები – ერთადერთი ლიბერალური დემოკრატიაა, რომელსაც არმია არასდროს მართავდა. მაგრამ თანამედროვე ჯარისკაცებმა კარგად იციან ომი რა არის, და მათ სძულთ სამოქალაქო პოლიტიკოსები, რომლებსაც უნდათ აიძულონ არმია იბრძოლონ ომში, რომელიც მათ არ სჭირდებათ.

სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო პირებმა ყური არ უნდა დაუგდონ მათ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. ჩვენს პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერს საკმარისი სიმამაცე და ავტორიტეტი გააჩნდა იმისათვის, რომ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში რვაჯერ ეთქვა „არა“ ომისათვის. მან ბოლო მოუღო ომს კორეაში და უარი თქვა ინდონეზიაში ფრანგების დახმარებაზე; უარი უთხრა, მის ყოფილ თანამებრძოლებს ბრიტანეთს და საფრანგეთს, როდესაც მათ სთხოვეს შეერთებულ შტატებს მონაწილეობა მიეღო სუეცის არხის დაპყრობაში; ის არ დაემორჩილა ლიბერალი დემოკრატების ზეწოლას, რომლებსაც უნდოდათ ახლადშექმნილი სამხრეთ ვიეტნამის სახელმწიფოს დახმარება. ყველას გვახსოვს, რა მოხდა, როდესაც ეიზენჰაუერის მემკვიდრემ მისი რჩევა არ გაითვალისწინა. ჩემს თაობას ომში წასვლა მოუხდა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იმ ოფიცრების აზრი, რომლებსაც ვესაუბრე, რამდენამდე შეაიცვალა. როგორც ჩანს, მათი რისხვა მორჩილებით იცვლება. ერთ-ერთმა მითხრა „რაც იქნება, იქნება. თუკი იმ ბიჭს ომი უნდა, ის მიიღებს ომს. როგორც ჩანს, იქ მართლაც არავინ დაშავდება.“

ძალიან მალე, შეიარაღებული ძალები ყველა აუცილებელი რიტუალის დაცვის შემდეგ ასობით მფრინავ რაკეტას გაუშვებენ, რომელიც აუცილებლად მოკლავს იმ ადამიანთა ნაწილს, რომელთა დაცვაც ასე გვინდა. ჩვენი სამხედროები ოპერაციას მაღალპროფესიონალურად და ოსტატურად ჩაატარებენ – სწორედ ამას მოველით ჩვენ მსოფლიოს ყველაზე გამოცდილი არმიისაგან. როგორ მინდა, რომ კერი ერთი წუთით მაინც შეჩერდეს და ამ კვირის სხდომების ჩანაწერებს გადახედოს მანამ, სანამ კვლავ ომში ჩავებმებით.

foreignpress.ge