დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პრიიტ ტურკს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ესტონეთს შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა პრიიტ ტურკს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ, განიხილეს საქართველოს შსს-ში განხორციელებული რეფორმების საკითხი და ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილი ვითარების თაობაზე.