„მარგველაშვილი ისტორიაში დარჩება პერსონად, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი ეპოქა დაასრულა“

„მარგველაშვილი ისტორიაში დარჩება პერსონად, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი ეპოქა დაასრულა“

ცენტრალურ საარჩევნო კომისაში ამ დროისათვის 43 საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებაა შესული, თუმცა ოფიციალურად 2 კანდიდატი შალვა ნათელაშვილი და მიხეილ (გელა) სალუაშვილია დარეგისტრირებული. ცეესკო-ში საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენისათვის ბოლო ვადა 7 სექტემბერია. ხოლო 27 სექტემბერს, არჩევნებიდან ერთი თვით ადრე, დასრულდება საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიცილუარ რეგისტრირებული არ არიან, წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვთ კანდიდატებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები საბედისწერო არაა ქართველი ამომრჩევლისათვის, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კანდიდატების წინასაარჩვენო კამპანია ძირითადად რადიკალიზმზე და პოზიტივზეა აგებული.

პრეზიდენტობის მსურველთა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა. არიან ისეთი კანდიდატები რომელთა შესახებ მოსახლეობამ პრაქტიკულად არაფერი იცის, მაგრამ ამის მიუხედავად, აქვთ პრეტენზია, რომ იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი. რა მოტივაცია აქვთ ამ ადამიანებს?

ზაზა შათირიშვილი: მე ვიტყოდი, რომ მოტივაცია სხვადასხვანირია. კანდიდატთა წარდგენის საკმაოდ ლიბერალური კანონი გვაქვს. მაგალითად, ამერიკაში არც თუ იოლია კანდიდატთა წარდგენა, კანონი, ამ მხრივ, ძალიან მკაცრია. ჩვენთან კანონი ლიბერალურია და აქიდან გამომდინარე ბევრს შეუძლია პრეზიდენტად წარადგინოს თავი, ეს ნორმალური მომენტია.

წარმოდგენილი კანდიდატებიდან ბევრმა იცის, რომ პრეზიდენტი არ იქნება, მაგრამ მას აქვს ტრიბუნა, ქართველი ადამიანი ძირითადად ორიენტირებულია აუდიტორიაზე, აქიდან გამომდინარე, მათი მიზანია თავის გამოჩენა, პოლულარობა.

განსხვავებით წინა სხვა არჩევნებისგან კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩანს მთავარი მესიჯები. ამის მიუხედავად, ვის რა თვისებებით გამოყოფდით?

- დავით ბაქარძე - გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულიდან, ის წარსულის ფიგურაა, არასერიოზული კანდიდატია. ძალიან სერიოზული კანდიდატია სალომე ზურაბიშვილი, რადგან ზურაბიშვილის საკითხი არაა გადაწყევტილი. რჩება ორი კანდიდატი - ბურჯანაძე და მარგველაშვილი. ამ აჩევნების მთელი ამბავი ის არის, რომ ახალ სიტუაციაში გვიხდება ყოფნა. შეიძლება ბევრმა არ იცის, ან არ აქცევს ყურადღებას, ეს არის ახალი კონსტიტუცია. ეს ახალი კონტიტუცია „ქართულ ოცნებას“ არ დაუწერია, ეს იყო ის, რაც მას დახვდა. ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის ინსტიტუტი არსებითად სხვა არის, ვიდრე მანამდე იყო.

ამ თვალსაზრისით, გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას ძალიან ბევრი დადებითი მომენტი აქვს. ძალიან კარგად შეესაბამება ამ ახალ კონსტიტუციას, ანუ ის, რომ მარგველაშვილი არაა პარტიული და არაა პოლიტიკოსი, ძალიან კარგად ჯდება ამ მოდელში. ამ კონსტიტუციით პრეზიდენტს ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს - ერთდროულად არის არბიტრი და ამავე დროს არის საზოგადოების ინტერესთა ჯგუფების ინტერესთა გამომხატველი.

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, ის თავის თავზე იღებს რადიკალიზაციის ფუნქციას, ძალიან ბევრი ფაქტორის გამო. ამის უფლებას თავის თავს ვერ მისცემს გიორგი მარგველაშვილი.

ბურჯანაძის შემთხვევაში სად ჩანს ეს დარიკალიზმი?

- ნინო ბურჯანაძე უფრო თავისუფალია თავის განცხადებებში. ის არაა ხელიუფლებაში და მას მეტი მანევრის საშუალება აქვს. მისი პლუსია ის, რომ შეუძლია რადიკალური განცხადების გაკეთება, რაც აბსოლუტურად გასაგებია, ის გამოხატავს ელექტორატის გარკვეული ნაწილის პოზიციას.

მარგველაშვილის ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ ის ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. ივანიშვილს აქვს ძალიან სერიოზული ლეგიტიმაცია და ძალიან სერიოზული რეიტინგი. ფაქტია, რომ გმირივით არის და რა დროც არ უნდა გავიდეს, ისტორიაში დარჩება პერსონად, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი ეპოქა დაასრულა. მარგველაშვილის მთავარი მხარე არის ის, რომ იმ ჯგუფმა წარადგინა, ვინც სისხლიანი რეჟიმი დაასრულა ქვეყანაში. მე პირადად მგონია, რომ მარგველაშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

რომელი კანდიდატის კამპანიაა ძირითადად პოზიტივზე აგებული?

- მარგველაშვილის შემთხვევაში მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ „ქართულ ოცნებას“ უწევს შეზღუდული ხელისუფლების პირობებში ყოფნა, არის პრეზიდენტი, რომელსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია ბევრი რამის გაფუჭება. მაგალითად, როცა იჭერენ დამნაშავეებს, ის უშვებს - თენგიზ გუნავას შემთხვევა ამის ნათელი მაგალითია. სწორედ ესაა, როდესაც სააკაშვილი ეუბნებოდა თავის გაქცეულ და შეშინებულ მომხრეებს - ნუ გეშინიათო.

მთლად ორხელისუფლებიანობა არაა, მართალია ისინი ვერ მართავენ, მაგრამ ბევრი რამის გაფუჭება შეუძლიათ, იგივე - საბოტაჟი, კრიმინალი. ჩვენ ხომ ვიცით სააკაშვილი რა კატეგორიის ხალხს უშვებს ციხეებიდან. მისი გაფუჭებული ბევრი რაღაცა კიდევ გამოჩნდება, მაგალითად ბანკებზე გახშირებული თავდასხმები, ეს არის ორგანიზებული... ასეთ სიტუაციაში ბურჯანაძეს თავისუფლად შეუძლია თქვას და ამბობს კიდევაც, რომ სამართლიანობის აღდგენა არ ხდება ქვეყანაში. გარკვეული ნაწილი ამით უკმაყოფილოა და სწორედ ამ რადიკალური ელექტორატის პოზიციებს გამოხატავს ქალბატონი ბურჯანაძე.

ზომიერებსა და რადიკალებს შორის დაახლოებით რა სხვაობა არის?

- ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ - რამდენი მისცემს ხმას მარგველაშვილს და რამდენი ბურჯანაძეს. თუმცა ერთი მომენტია მნიშვნელოვანი - ბოლო მომენტში რადიკალურად განწყობილი ელექტორატის გარკვეული ნაწილი, მაინც, ხმას მისცემს მარგველაშვილს.

რატომ მისცემენ მარგველაშვილს ხმას?

- ივანიშვილის ფაქტორი თამაშობს გადამწყვეტ როლს. მე ასე მგონია. შეიძლება დღეს ადამიანი ფიქრობდეს სხვას, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, ხმას მისცემს მარგველაშვილს... ალბათ, ასეც მოხდება.

ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ძირითადად წარსულ შეცდომებზე საუბრობს დავით ბაქრაძე, მის წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩანს ახალი მესიჯები. მომგებიანიანაციონალური მოძრაობისკანდიდატისთვის ამ სახის კამპანია, თუ უბრალოდ შეგუებულია დამარცხებას?

- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დავით ბაქრაძის ფიგურა აირჩია იმიტომ, რომ ის არ აღიზიანებს მოსახლეობას. რაც, თითქოს, პლუსი უნდა ყოფილიყო. აბსოლუტურად უსახური კამპანია აქვს და არანაირი მესიჯი არაა. ის, რომ ყველაზე უფრო ნაკლებად გამაღიზიანებელი ადამიანი შეირჩა, ამან კარგად გამოაჩინა, რომ ის არაფერი არ არის და მისი სრული განულება მოხდა. არჩევნებში მონაწილეობას აზრი მაშინ აქვს, როცა არის რაღაცა ძალა და რაღაცა მესიჯი. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს არის ერთი რამე - სააკაშვილი არის პრეზიდენტი და ვიღაცას ადგილებზე რაღაცა შეუძლია. ეს რომ ჩამოვაცილოთ, „ნაციონალური მოძრაობა“ არაფერი არ არის. გარდა იმისა, რომ ეს არის ძალა, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უყურებს როგორც დამნაშავე რეჟიმს, ლამის როგორც ნაცისტებს. ბაქრაძის კამპანიაში რაც კარგად ჩანს, არის ის, რომ ბოდიშებს იხდის მის წარსულთან დაკავშირებით. მარგველაშვილის ზომიერებისა და პოზიციების ფონზე ჩანს ბურჯანაძის რადიკალიზმი და ბაქრაძის სრული უსახურობა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, შალვა ნათელაშვილს და კაკო ასათიანს, მათ ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღეს საკმაოდ დაბალი პროცენტი. მათ ფაქტობრივად არ ჰყავთ ელექტორატი, თუმცა ამის მიუხედავად, არჩევნებში მაინც ღებულობენ მონაწილეობას...

- რადგანაც ჩვენ ვარ ქვეყანა, სადაც არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, აქედან გამომდინარე, ბევრ ადამიანს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. რაც შეეხება შალვას და კაკოს, ორივეს საკმაოდ გრძელი პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს. მათი ძალიან კარგად მესმის. ნებისმიერ საშუალებას იყენებენ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ თავი წარადგინონ საზოგადოების წინაშე, როგორც პოლიტიკოსებმა... ესეც ბუნებრივი პროცესია. ოლიმპიადის პრიციპია - მთავარია არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობა.

ბევრი ფიქრობს, რომ მეორე ტური გაიმართება. თუმცა, კვლევა რომელიცქართულმა ოცნებამწარმოადგინა, საპირისპიროზე მეტყველებს.

- მეორე ტურს გამოვრიცხავ. ჩემი ვარაუდი ასეთია - მარგველაშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს, ამაში დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება კვლევას, ესეც არის მაჩვენებელი პროცესის ნორმლიზაციის. არანორმალური იყო სწორედ ის 90% -95%-ით კანდიდატის არჩევა. ორიგინალური არ ვიქნები რასაც ვიტყვი, ეს არაა საბედისწერო არჩევნები. ეს არის არჩევნები, სადაც აპოკალიტი არაა.

გამოითქვა მოსაზრება, რომ კანდიდატების სიმრავლემ შეიძლება გამოიწვიოს ნიჰილიზმი და შესაძლოა, დაფიქსირდეს ამომრჩევლების დაბალი აქტივობა...

- დარწმუნებული ვარ, ხალხი მივა არჩევნებზე, მაგრამ წინა არჩევნებთან შედარებით, დაბალი აქტივობა იქნება, თუმცა არა ისეთი, როგორც 2008 წლის საპარლამენტო და 2010 წლის მერის არჩევნები იყო.