უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში ჩავიდა, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობს.
ქალაქ ჰიროშიმაში ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერებს შეხვდება.
„უკრაინის პარტნიორებთან და მეგობრებთან მნიშნელოვანი შეხვედრები მექნება. ჩვენი გამარჯვებისთვის საჭიროა უსაფრთხოება და თანამშრომლობის გაძლიერება. დღეს მშვიდობა უფრო მოახლოვდება“, - წერს ზელენსკი Telegram-ზე.
უკრაინის პრეზიდენტი იაპობიაში საუდის არაბეთიდან ჩავიდა, სადაც „არაბული ქვეყნების ლიგის“ სამიტში მონაწილეობდა.