აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ დემოკრატები და რესპუბლიკელები შეთანხმებას მიაღწევენ და ქვეყანა დეფოლტს აიცილებს თავიდან. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არაა შეშფოთებული იმით, რა ვითარებაა ამჟამად ამ საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში.
„დარწმუნებული ვარ, რომ დეფოლტს თავიდან ავიცილებთ“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
მანამდე აშშ-ის ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ თუ კონგრესი არ გაზრდის ან არ შეაჩერებს ვალის ლიმიტს, 1 ივნისს აშშ-ს საკუთარი ანგარიშების დასაფარად ფული ამოეწურება. ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, 1 ივნისის შემდეგ ფედერალური მთავრობა შესაძლოა დეფოლტის წინაშე დადგეს.