იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი გაიხსნა. შეხვედრის მონაწილეებმა სამიტი ჰიროშიმის მემორიალურ პარკში ვიზიტით დაიწყეს, სადაც 1945 წლის აგვისტოს ატომური დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.
G7-ის ლიდერების შეხვედრისთვის ჰიროშიმის არჩევა სიმბოლურია და ხაზს უსვამს ამ სამიტის მშვიდობისმყოფელ თემას. ამასთანავე, ჰიროშიმა იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას მშობლიური ქალაქია.
„დიდი შვიდეულის“ წინა სამიტზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ გერმანიაში გაიმართა, უკრაინაში მიმდინარე ომის თემა იყო დომინანტური. ახლაც, ერთი წლის შემდეგ, უკრაინის მხარდაჭერის თემა კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად რჩება.
სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.