სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის შვილის გატაცების მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
უწყებაში აღნიშნეს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის შვილის, აშოტ ფაშინიანის განცხადება ცოტა ხნის წინ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტს გადაეცა.
მანამდე სომხურ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ნიკოლ ფაშინიანის სახლთან მისი შვილის, აშოტ ფაშინიანის გატაცება სცადეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებლები საზოგადოებრივი ორგანიზაცია „შვილების ძახილის“ წევრები იყვნენ, რომლებმაც აშოტ ფაშინიანს აიძულეს მათ მანქანაში ჩაჯდომა. მან მოახერხა გაჩერებული მანქანიდან გადასვლა, რის შემდეგაც აშოტს დაეჯახა ამავე ორგანიზაციის წევრის ავტომობილი.