ჩრდილოეთ იტალიაში, წყალდიდობას, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
სტიქიის გამო, ასევე გაუქმდა „ფორმულა 1“-ის ემილია-რომანიას გრანპრი, რომელიც ამ შაბათ-კვირას უნდა ჩატარებულიყო.
ემილია-რომანიას რეგიონის ზოგიერთ რაიონში ექვსი თვის ნორმა, დაახლოებით ნახევარი მეტრი ნალექი მოვიდა, რის შედეგადაც დაიტბორა სოფლები და ქალაქები და ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ხოლო ორმოცდაათი ათასი ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ემილია-რომანიას რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა, ირენე პრიოლომ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ სულ რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ რამდენიმე - დაკარგულად ითვლება.