სიიარტო: უნგრეთისთვის ძალიან რთული იქნება, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგ პაკეტს შეუერთდეს მას შემდეგ, რაც უკრაინამ უნგრული ბანკი შავ სიაში შეიყვანა

სიიარტო: უნგრეთისთვის ძალიან რთული იქნება, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგ პაკეტს შეუერთდეს მას შემდეგ, რაც უკრაინამ უნგრული ბანკი შავ სიაში შეიყვანა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთისთვის ძალიან რთული იქნება, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგ პაკეტს შეუერთდეს მას შემდეგ, რაც უკრაინამ უნგრული ბანკი შავ სიაში შეიყვანა.

მანამდე უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტო გაავრცელა განცხადება, რომ უმსხვილესი უნგრული ბანკი ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა ბანკის ხელმძღვანელობის პოზიციის გამო, რადგან ის აგრძელებს რუსეთთან თანამშრომლობას.

სიიარტომ უნგრული ბანკის (OTP) „ომის საერთაშორისო სპონსორების“ სიაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ „სანამ ბანკი OTP დარჩება ამ სიაში, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება სანქციების მე-11 პაკეტზე მოლაპარაკებებში შესვლა“ და „ჩვენთვის ძალიან რთული იქნება ეკონომიკურ შეზღუდვებზე შეთანხმება, რომელიც დამატებით მსხვერპლს მოითხოვს“.