უნგრეთმა ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი ტრანშის გამოყოფა დაბლოკა

უნგრეთმა ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი ტრანშის გამოყოფა დაბლოკა

უნგრეთის მთავრობამ მხარი არ დაუჭირა ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი ტრანშის გამოყოფას. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

„უნგრეთი არ ეთანხმება იმას, რომ ევროკავშირი, სხვა არსებულ ინსტრუმენტებთან ერთად იყენებს ევროპის მშვიდობის ფონდს მხოლოდ უკრაინასთან მიმართებით, ვინაიდან ეს არ იძლევა საშუალებას, მივმართოთ საკმარისი ფინანსები სხვა სფეროებში ევროკავშირის ინტერესების გასატარებლად“, - აცხადებენ უნგრეთის მთავრობის პრესსამსახურში.

მათივე თქმით, უნგრეთის ხელისუფლებამ დაბლოკა მერვე ტრანშს გამოყოფა, რათა აღნიშნული საკითხები წამოეწია. უნგრეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროპის მშვიდობის ფონდის სახსრების გამოყენება შეიძლება ბალკანეთზე და აფრიკის ჩრდილოეთში.

პირველად ინფორმაცია უნგრეთის ამ გადაწყვეტილების შესახებ იტალიურმა ANSA-მ გაავრცელა. მათი ცნობით, დახმარების ოდენობა 500 მილიონ ევროს შეადგენდა.

ევროპის მშვიდობის ფონდი 2021 წლის მარტში შეიქმნა. ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებისგან შედგება. უკრაინამ ევროკავშირისგან ამ ფონდის ფარგლებში 3,6 მილიარდი ევრო მიიღო.