ამერიკელი ჟურნალისტი: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ზელენსკის ჩუმად მოუწოდებენ, იპოვოს გზა ომის დასასრულებლად, თუნდაც გადადგომა მოუწიოს

ამერიკელი ჟურნალისტი: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ზელენსკის ჩუმად მოუწოდებენ, იპოვოს გზა ომის დასასრულებლად, თუნდაც გადადგომა მოუწიოს

ამერიკელი ჟურნალისტის განცხადებით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩუმად მოუწოდებენ, იპოვოს გზა ომის დასასრულებლად, თუნდაც ამისთვის გადადგომა მოუწიოს.

სეიმურ ჰერში წერს, რომ ევროპის ქვეყნები უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებენ, ქვეყნის აღდგენის პროცესი უზრუნველყოს. ჟურნალისტის თქმით, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკი მოწოდებებზე არ რეაგირებს, მაგრამ მეზობლების პირადი მხარდაჭერის დაკარგვას იწყებს.

მისი განცხადებით, პოლონეთთან ერთად არიან უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი.