სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დიდი ხანია საქართველოს გამოეყვნენ. მაგრამ ისინი გაურკვევლობაში არიან დარჩენილნი მობილური ტელეფონები უცნაურ გზავნილს იღებენ ერგნეთის ქართულ სოფელში: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთში! "
თბილისის ოფიციალური ტერიტორია კიდევ 50 კილომეტრზე ან მეტადაა გადაჭიმული, მაგრამ სანგრების ქსელი და მავთულხლართები - რომ აღარაფერი ვთქვათ რუსი ჯარისკაცებით დაკომპლექტებულ საგუშაგოებზე - შემდგომ გადაადგილებას შეუძლებელს ხდიან. გზაზე განლაგებულ საკონტროლო პუნქტზე ერთდროულად ორი დროშა ფრიალებს: რუსეთის წითელი, თეთრი და ლურჯი და სამხრეთ ოსეთის წითელი, თეთრი და ყვითელი – იმ რეგიონისა, რომელიც ზუსტად ხუთი წლის წინ კრემლმა სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარა.
მოვლენების წლისთავზე რეგიონი კვლავაც გაურკვევლობაში ცხოვრობს, თუმცა, გააჩნია შეზღუდული დე ფაქტო დამოუკიდებლობა საქართველოსგან – რუსეთზე ტოტალური დამოკიდებულების ხარჯზე.
მოსკოვი არა მხოლოდ იცავს სამხრეთ ოსეთის სადავო საზღვარს და უზრუნველყოფს მისთვის აუცილებელ მომსახურებათა უმრავლესობას - მათ შორის მობილური ტელეფონების ქსელს - ასევე მისი ერთადერთი სავაჭრო პარტნიორის, ინვესტორის და დახმარების მიმწოდებლის როლშიც გამოდის. ეს პატარა რეგიონი ოთხი ძალზე დაშორებული ქვეყნისთვის, რომელთაც მისი დამოუკიდებლობა აღიარეს: ვენესუელასთვის, ნიკარაგუისთვის, ნაურუსთვის და ტუვალუსთვის მთავარ ამოცანას არ წარმოადგენს .
რუსეთმა სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი თბილისის მიერ მისი დაბრუნების აშკარა მცდელობიდან რამდენიმე კვირაში აღიარა.
ხუთდღიანმა ომმა და მისმა შედეგებმა საქართველოს ამერიკელ და ევროკავშირის მეგობრებში მოსკოვისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია, მაგრამ ამავე დროს, მოახდინა რუსეთის დომინირების დემონსტრირება პოსტ–საბჭოთა "შემოგარენში", დაბლოკა თბილისის მსვლელობა ნატოს წევრობისკენ და გახდა შესაბამისი პასუხი დასავლეთის ქვეყნების მიერ ექვსი თვით ადრე, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე, რასაც კრემლი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა.
ძვირადღირებული მფარველობა
მაგრამ რუსეთი მოთმინებას კარგავს თავის პატარა, მაგრამ ძვირადღირებულ სამეურნეო ტერიტორიისგან. 2008 წლიდან მოსკოვმა 750 მილიონზე მეტი ევრო ჩადო სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ბევრი რამ იქნა მოპარული ან გადაყრილი და ომით გამოწვეული ზიანი და რეგიონში კვლავ სახეზეა განადგურებული ინფრასტრუქტურა.
გასულ კვირას განვითარებულმა ორმა მოვლენამ ხაზი გაუსვა სამხრეთ ოსეთში და შესაბამისად, რუსეთში არსებულ პრობლემებს: ძველი მილების მიზეზით შეწყდა წყლის მიწოდება ადგილობრივი დედაქალაქ ცხინვალში; პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ გაიცა დაპატიმრების ორდერი ადგილობრივი ხელისუფლების ცხრა ყოფილ წარმომადგენელზე, მათ შორის ყოფილ მინისტრებზე, რეკონსტრუქციის პროექტებზე გამოყოფილი თანხების მითვისებისთვის.
სამხრეთ ოსეთზე კონტროლი თბილისმა 1991-1992 წლის ომის შემდეგ დაკარგა და მას შემდეგ, 2008 წლის კონფლიქტამდე, რეგიონი ცხოვრებას გაურკვეველ მდგომარეობაში აგრძელებს, დამოუკიდებლობის გამოცხადების საერთაშორისო აღიარების გარეშე. თუმცა იმ დროს, როდესაც 30,000 ან დაახლოებით ამ რაოდენობის მის მოსახლეობას არ გააჩნია საქართველოს დაქვემდებარებაში დაბრუნების სურვილი, სამხრეთ ოსეთის მკვიდრნი აღიარებენ, რომ ბევრად მეტს მოელოდნენ რუსეთის მიერ მათი სუვერენიტეტის ოფიციალურად აღიარების შემდეგ.
"დღეს მე ვხედავ ეროვნული ფსიქოლოგიური დეპრესიის ყველა ნიშანს - ხალხს არა აქვს საკუთარი თავის რწმენა, არ აქვთ ნდობა თავიანთი საზოგადოების, ლიდერების, ან ქვეყნის მიმართ", განუცხადა მიმდინარე თვეში რუსულ გამოცემას ირინა გაგლოევამ, სამხრეთ ოსეთის მთავრობის ყოფილმა წარმომადგენელმა. "ცხოვრება ინერციით გრძელდება, და არა საქმიანობაში. ალბათ ეს იმის გამოა, რომ ეკონომიკა არ ვითარდება - ჩვენ სრული ეკონომიკურ უძრაობაში ვიმყოფებით".
ამ თვითგამოცხადებული „ქვეყნის“ მომავალი კვლავ გაურკვეველი რჩება, სამხრეთ კავკასიის მთისწინეთში მდებარე პატარა ქვეყნისა, რომელსაც ირლანდიის ქალაქ ტიპერარიზე მცირე ტერიტორია უკავია. არ არის ნათელი, ნამდვილად სურს თუ არა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას დამოუკიდებლობა, ან თუ ურჩევნიათ გაერთიანდნენ ნათესავებთან რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, კავკასიის მეორე მხარეს.
"დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვიმყოფებით ერთიან ეკონომიკურ და კულტურულ სივრცეში და რა თქმა უნდა თითოეული ოსი ფიქრობს, რომ მომავალში ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და შევიდეთ რუსეთის შემადგენლობაში. ეს არის თითოეული ოსის ოცნება" – განაცხადა გასულ კვირას თიბილოვმა.
აფხაზეთი განსხვავებულია. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საქართველოს ეს რეგიონი ასევე ხუთი წელია აღიარა მოსკოვმა დამოუკიდებლად, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხალხი აქაც იყენებს რუსულ პასპორტებს და ვალუტას - აქ ბევრად ნაკლებია რუსეთის მხარდაჭერა გაერთიანების თაობაზე.
სამხრეთ ოსეთზე ორჯერ დიდი აფხაზეთში 200,000–ზე მეტი მოსახლე ცხოვრობს და ამავე რიცხოვნობის, ძირითადად თურქეთში მცხოვრები დიასპორა გააჩნია.
ცაში აზიდული მთების, ციტრუსის ხეების და პალმებით დამშვენებული პლაჟების მქონე ეს სუბტროპიკული რეგიონი "საბჭოთა რივიერის" ყველაზე სასურველ ნაწილს წარმოადგენდა. იგი საქართველოს 1992-1993 წლების ომის შედეგად გამოეყო, რომელშიც ათასობით ადამიანი დაიღუპა და 200,000 ეროვნებით არააფხაზი ამ ადგილის დატოვება აიძულა .
ისევე როგორც სამხრეთ ოსეთში, აქაც განლაგებულია რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე და ადგილობრივნი აფასებენ მათ დაპირებას, დაიცვან ისინი ქართველების ნებისმიერი მცდელობისგანმ აღადგინონ მათზე კონტროლი.
აფხაზებს რუსეთთან კონფლიქტის დიდი ისტორია გააჩნიათ, ისევე როგორც საქართველოსთან, თუმცა ბევრი შიშობს მოსკოვის მზარდ სიახლოვეს. მაგრამ, გადაწყვიტეს რა, აღარ დაბრუნებოდნენ თბილისის მმართველობის ქვეშ, ევროკავშირის და შეერთებული შტატების მიერ განდევნილთ სხვა არფერი დარჩენიათ, თითქმის ყველაფერში რუსეთს დაეყრდნონ.
"სად არის ალტერნატივა? ყველა კარი დახურულია", განუცხადა „Irish Times“–ს აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.
"რუსეთი მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და ვაჭრობისათვის. აქ ყოველწლიურად ორ მილიონამდე რუსი ტურისტი ჩამოდის. რუსეთმა ხელი შეუშალა ქართველებს ჩვენი ხალხის დახოცვაში. იგი გვეხმარება პენსიების გადახდაში და აღადგინა ინფრასტრუქტურა. ჩვენი ქვეყანა ომის შედეგად დანგრეულია და განადგურებული და არც ერთ ქვეყანა არ არის მზად აღმოუჩინოს მას დახმარება, გარდა რუსეთისა".
ჩირიკბამ განაცხადა, რომ აფხაზეთმა 2008 წელს ხელი მოაწერა გარიგებას, რათა რუსეთის ჯარების ბაზირება აქ 49 წლით გაგრძელდეს და ახლა "იწყებს საუბარს" რეგიონში რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ. "15 ან 16 წლის მანძილზე თითოეული აფხაზი იმის ფიქრში იძინებდა, რომ შესაძლოა მომდევნო დღეს ომი დაწყებულიყო", – თქვა ჩირიკბამ. "ახლა კი, როდესაც გაგვაჩნია უსაფრთხოება, ჩვენ მზად ვართ შევინარჩუნოთ ან გავაძლიეროთ იგი."
მიმზიდველი პოლიტიკა
საქართველომ არ ჩაიქნია ხელი ჩრდილოეთ ოსეთზე და აფხაზეთზე, იგი მიიჩნევს, რომ მისი ტერიტორიის ერთი მეხუთედი "ოკუპირებულია" რუსეთის ჯარების მიერ. მაგრამ პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეარბილა თბილისის პოზიცია, შეცვალა რა იზოლაციის პოლიტიკა იმის მტკიცებით, რომ საქართველოსკენ მათი მობრუნება უკეთესი იქნებოდა.
"ჩვენ მიმზიდველი უნდა გავხადოთ მათთვის საქართველო, თავისი ძლიერი დემოკრატიით, ინსტიტუციებით და ეკონომიკით," განაცხადა მან ახლახან.
"მათ სჭირდებათ ჩვენთან ერთად ცხოვრება. ამიტომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ ტერიტორიების დაბრუნებაზე, არამედ საკუთარ ხალხთან ურთიერთობის აღდგენაზე“.
http://www.irishtimes.com/news/world/europe/five-years-on-breakaway-regions-find-orientation-towards-moscow-a-mixed-blessing-1.1505267#.UhsK_E4g0W5.twitter