იტალიის პრემიერ-მინისტრი: დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს

იტალიის პრემიერ-მინისტრი: დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს

დარწმუნებული ვარ, უკრაინა გაიმარჯვებს, - ეს განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა რომში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.

იტალიის მთავრობის მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტს პირობა მისცა რომ, რომი გააგრძელებს მოკავშირეებთან მუშაობას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადასაცემად. მისი თქმით, იტალია მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას, როდესაც კიევი საჭიროდ ჩათვლის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას და რომი მხარს უჭერს ზელენსკის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას.

„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ის კიდევ უფრო ძლიერი და აყვავებული იქნება. უკრაინის მომავალი მშვიდობისა და თავისუფლების მომავალია და ეს არის ევროპული მომავალი. და აქ სხვა შესაძლო ვარიანტები არ არსებობს. მშვიდობისკენ დამარცხებით, უკრაინის [ტერიტორიების] ჩაბარებით ვერ მივალთ, ეს ძალიან სახიფათო იქნებოდა მშვიდობისთვის ევროპაში, და პრეცედენტი იქნებოდა მსოფლიოს ყველა ერისთვის. მშვიდობისკენ მხოლოდ მაშინ მივალთ, როდესაც რუსეთი შეწყვეტს სამხედრო ქმედებების წარმოებას და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას. გავაგრძელებთ მოსკოვისადმი მიმართვას მოთხოვნით, რომ საბრძოლო ქმედებები შეაჩეროს და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანო“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა.