ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რიში სუნაკს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რიში სუნაკს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ცნობა ზელენსკის ლონდონში ჩასვლის შესახებ წინასწარ არ გავრცელებულა. შეხვედრის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.

„დღეს - ლონდონი. დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როდესაც საქმე მიწასა და ჰაერში ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას ეხება. ეს თანამშრომლობა დღეს გაგრძელდება. შევხვდები ჩემს მეგობარ რიშის“, - დაწერა ზელენსკიმ.

ბოლო დღეების განმავლობაში ზელენსკი დასავლელ ლიდერებს ხვდებოდა, უკრაინის მხარდაჭერის მიზნით.