გერმანია უკრაინას 2,7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკას გადასცემს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Der Spiegel-ი წერს.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს არის ბერლინის უმსხვილესი სამხედრო დახმარება კიევს. დახმარების პაკეტში შევა Leopard 1-ის ტიპის 30 ტანკი, Marder-ის ტიპის 20 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Gepard-ის ტიპის 15 თვითმავალი საზენიტო დანადგარი, 200 მზვერავი-დრონი, IRIS-T SLM-ის ტიპის 4 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 100 ჯავშანტრანსპორტიორი და 18 ბორბლიანი ჰაუბიცა.
სამხედრო დახმარების პაკეტზე შეთანხმება სამინისტროებსა და ფედერალური კანცლერის უწყებებს შორის საიდუმლო მოლაპარაკებების დროს შედგა.