საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ პეკინი რჩება ბრიუსელის მნიშვნელოვან პარტნიორად, მაგრამ უკვე დაკარგა შუამავლობის შესაძლებლობა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, ეკონომიკური კონკურენტი და ღირებულებითი მოწინააღმდეგეა.
„საკითხი ის კი არ არის, რომ შევაჩეროთ ჩინეთი ამ ტრანსფორმაციაში, არამედ როგორ დავარწმუნოთ ჩინეთი გამოიყენოს თავისი ძალა კონსტრუქციულად, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
„დიახ, ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს, მაგრამ ჯერჯერობით არ გაუწევია რუსეთისთვის სამხედრო დახმარება. თუმცა, არ მგონია, რომ ჩინეთი თავს კომფორტულად გრძნობს იმით, რაც რუსეთში ხდება“, - განაცხადა მან.