გადაუღებელი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს კონგოში 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
სტიქიამ განსაკუთრებით კივუს პროვინცია დააზარალა. ადიდებულმა მდინარეებმა ასობით სახლი დატბორა. კონგოს პრეზიდენტმა ქვეყანაში გლოვა გამოაცხადა.