ჩეხეთი უკრაინას „კუბის“ ტიპის ორ საზენიტო-სარაკეტო სისტემას გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტერ პაველმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა სისტემებისთვის საჭირო დიდი რაოდენობით ჭურვებსაც მიიღებს. „კუბის“ სისტემებს ჩეხეთი „სპაიდერის“ ტიპის ისრაელის წარმოების კომპლექსებით ჩაანაცვლებს.