დონალდ ტრამპმა პუტინს სამხედრო დამნაშავე არ უწოდა

დონალდ ტრამპმა პუტინს სამხედრო დამნაშავე არ უწოდა

დონალდ ტრამპმა პუტინს სამხედრო დამნაშავე არ უწოდა. CNN-თან ინტერვიუში, კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა კრემლის ლიდერს სამხედრო დამნაშავედ, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხის განხილვის დრო ჯერ არ არის.

„თუ იტყვით, რომ პუტინი სამხედრო დამნაშავეა, მასთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა გაძნელდება,“ - აღნიშნა ტრამპმა. ამავე დროს, მან დაადასტურა, რომ უკრაინაში შეჭრით პუტინმა შეცდომა დაუშვა და მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ომი არ იქნებოდა.