ჰენრი კისინჯერი მიიჩნევს, რომ უკრაინაში არსებული კრიზისი, შესაძლოა გარდამტეხ მომენტს მიუახლოვდეს. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი Cbs news-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ახლა, როცა ჩინეთი შევიდა მოლაპარაკებებში, ვფიქრობ, წლის ბოლომდე საქმე დასრულდება. ჩვენ ვისაუბრებთ მოლაპარაკების პროცესებსა და რეალურ მოლაპარაკებებზეც კი“, - აღნიშნა კისინჯერმა და მოლაპარაკებების პროცესში ჩინეთის როლს გაუსვა ხაზი.