უკრაინელებმა კიევის თავზე მტრის ბომბდამშენით ნასროლი ყველა რაკეტა ჩამოაგდეს. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმა კასპიის ზღვის რეგიონიდან „ტუ-95MS“ ტიპის 4 სტრატეგიული ბომბდამშენის გამოყენებით განხორციელდა.
ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევებისგან გოლოსევსკის რაიონში, კერძო სახლის ეზოში ხანძარი გაჩნდა. რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს საავტომობილო გზაზე შევჩენკოს რაიონშიც.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. კიევის პარალელურად, საჰაერო განგაშის სიგნალი ხარკოვის, ზაპოროჟიესა და პოლტავას ოლქებში, მოგვიანებით კი, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.
ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილად რჩება დონეცკის ოლქი და ბახმუტი.