ვიეტნამში ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რეკორდი ქვეყნის ჩრდილოეთით, სან ჰოას პროვინციაში დაფიქსირდა, სადაც ჰაერი 44,1 გრადუსამდე გათბა. აქამდე რეკორდულ მაჩვენებლად ქვეყანაში 43,4 გრადუსი ითვლებოდა, რომელიც 4 წლის წინ, ჰა თინის პროვინციაში დაფიქსირდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილებების გამო ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
სამრეწველო რევოლუციის შემდეგ ტემპერატურა პლანეტაზე 1,1 გრადუსით გაიზარდა. სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ დათბობა გაგრძელდება, თუ მთავრობები გამონაბოლქვების შესამცირებლად მკაცრ ზომებს არ მიიღებენ.