თურქეთის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა სტამბოლში მასშტაბური მიტინგი გამართა. 74 წლის ქემალ კილინჩ დაროღლუმ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და არჩევნების დღეს აქტიურობისკენ მოუწოდა.
საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 14 მაისს გაიმართება. წინასწარი გამოკითხვებით, ოპოზიციის კანდიდატი მოქმედ პრეზიდენტს რეიტინგით უსწრებს და არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების რეალური შანსი აქვს.
გამარჯვების შემთხვევაში კილინჩ დაროღლუ საპარლამენტო მმართველობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პირობას იძლევა.