უკრაინაში ოდესის მერი, გენადი ტრუხანოვი დააკავეს

უკრაინაში ოდესის მერი, გენადი ტრუხანოვი დააკავეს

უკრაინაში ოდესის მერი, გენადი ტრუხანოვი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის ანტიკორუფციულ პროკურატურაში განაცხადეს, რომ გენადი ტრუხანოვი ოდესის მანქანათმშენებელი ქარხანა „კრაიანის“ საქმის ფარგლებში დააკავეს.

2016 წლის სექტემბერში ოდესის საქალაქო საბჭომ შეისყიდა გაკოტრებული ქარხნის შენობა 185 მილიონ გრივნად კერძო კომპანიისგან, რომელმაც იმავე წლის დასაწყისში აუქციონზე კომპლექსისთვის 11.5 მილიონი გრივნა გადაიხადა.

ანტიკორუფციული პროკურატურა ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს და მის მოადგილეს, პაველ ვუგელმანს ოდესის საქალაქო საბჭოს მიერ 2016 წელს კერძო სტრუქტურისგან ქარხანა „კრაიანის“ შენობის შეძენის გზით ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების მითვისებას ედავება.