სერბეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, შეიარაღებულმა პირმა მოძრავი მანქანიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა და გაიქცა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები.
3 მაისს ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ ცეცხლი გახსნა და 9 ადამიანი მოკლა.