დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის საველე-სამთო წვრთნები დაიწყო. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს შსს-ს სპეციალური ქვედანაყოფების სრული შემადგენლობა. გადასამზადებელი წვრთნები ლაგოდეხი-ყაზბეგის მონაკვეთზე გაიმართება.
წვრთნების პირველ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.