უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფრანგ კოლეგას იარაღის მიწოდებასა და შემდგომ თანამშრომლობაზე ესაუბრა.

ზელენსკის თქმით, მაკრონთან განიხილა საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდაცია უკრაინის მშვიდობის ფორმულის მხარდასაჭერად და საფრანგეთის ლიდერს ყოვლისმომცველი და ეფექტიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.