რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა

რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა

რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას დეფაქტო მერია ავრცელებს.

ე.წ. მერის განცხადებით, ხანძარი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად გაჩნდა. ცეცხლი 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უკრაინულ მხარეს ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.