ქემალ ქილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებს განაახლებს

ქემალ ქილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებს განაახლებს

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის კონკურენტი, 7 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებს განაახლებს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

გამოცემა წერს, რომ თურქეთის ევროინტეგრაცია ქილიჩდაროღლუს ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომლის მიღწევასაც ის გაპრეზიდენტების შემთხვევაში აპირებს. ამასთანავე, რუსეთის პოლიტიკასთან კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, ის მოსკოვთან ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებას ემხრობა.

გარდა ამისა, ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ არ დაუშვებს თურქეთის ავტოკრატიულ ქვეყნად გადაქცევას და ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს აღადგენს.

„დამოუკიდებელი სასამართლო, მედიისა და გამოხატვის თავისუფლება აუცილებლად უნდა დაბრუნდეს“, - განაცხადა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.