სუდანში ვითარება კვლავ მძიმეა. დროებითი ზავის გამოცხადების მიუხედავად, რამდენიმე რაიონში კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. მოლაპარაკებებში სამხრეთ სუდანის წარმომადგენლები არიან ჩართულნი, რომლებიც ცდილობენ, სუდანის არმია და სწრაფი მხარდაჭერის ძალები, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ 72 საათით გაგრძელებაზე დაითანხმონ, რაც სუდანში დარჩენილ უცხოეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების საშუალებას მისცემს.
არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის დაპირისპირება სუდანში 15 აპრილს დაიწყო. შეტაკებებს 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 4 000-ზე მეტი კი დაშავდა.