თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ომი და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება განიხილეს.

როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, მხარეებმა სირიაში შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელეს.

მანამდე თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა აქუიუს ბირთვული ელექტროსადგური გახსნეს. ცერემონიაში ერდოღანი და პუტინი დისტანციურად მონაწილეობდნენ.