რუსეთმა უკრაინის ქალაქ უმანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.