შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მდებარე სასტუმრო „ვიქტორია“-ს მფლობელი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ალი ა, ამავე სასტუმროს ორი ადმინისტრატორი – საქართველოს მოქალაქეები იზო ლ. და ირინე გ, ასევე, ღამის კლუბ „რეინა“-ს მფლობელი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფაშა შ. პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სისტემატურად ახდენდნენ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას.
სამართალდამცველების მიერ დაიკითხნენ ღამის კლუბში მომუშავე ქალბატონები და სასტუმროს მომსახურე პერსონალი. ამ დროისთვის დაკავებულები აჭარისა და გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან მოთავსებული.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).