ძალაუფლებისთვის ბრძოლის საზიანო მხარე და საქართველოს მომავალი

ძალაუფლებისთვის ბრძოლის საზიანო მხარე და საქართველოს მომავალი

ჰამბურგი, გერმანია - საქართველოს ახალი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალაუფლებისთვის იბრძვიან. ევროპარლამენტის ქრისტიან–დემოკრატები ამჟამად ბრძოლაში ერთვებიან, იწყებენ რა ძლიერი კრიტიკის გამოხატვას ივანიშვილის მიმართ.

კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი ძირითადად პოლიტიკური ძალების თანაფარდობაშია, რომელიც საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ იარსებობს. ერთ მხარეს არის პრეზიდენტი, სააკაშვილი, რომლის ვადა შემოდგომამდე იწურება. გასული ცხრა წლის მანძილზე მისი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა ხელისუფლებას და პარლამენტს აკონტროლებდა.

მეორეს მხარეს – პრემიერ–მინისტრი, ივანიშვილი, გამოუცდელი პოლიტიკოსი და მილიარდერი რომლის კოალიციამ "ქართული ოცნება" გასული წლის ოქტომბერში მიიღო მანდატების უმრავლესობა პარლამენტში. ხელისუფლებას ახლა მისი გუნდი მართავს.

სამთავრობო ძალაუფლების ფორმალური გადაცემა შეუფერხებლად მოხდა. მაგრამ ამის შემდეგ ორივე მხარე კამპანიის რეჟიმს მალევე დაუბრუნდა. დემოკრატიულ უფლებამოსილებათა უარყოფაში ისინი ერთმანეთს ასწრებდნენ.

ის ფაქტი, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა, კვლავ იწვევს მის კრიტიკას კრემლის ლაქიად წარმოჩენის მიზეზით. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დასავლეთზე ორიენტირებულ სააკაშვილს შორის წლების მანძილზე პრობლემური ურთიერთობები იყო.

ძალაუფლებისთვის აღნიშნულ ბრძოლაში ასევე დიდი წვლილი შეიტანეს ევროპარლამენტის კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP).

„ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის“ პოლიტიკოსი ელმარ ბროკი ივანიშვილს ბრალს სდებს "ძალაუფლების ხელში სრულად ჩაგდებაში." სააკაშვილის ეპოქაში მმართველ თანამდებობებზე მყოფი პირები იძულებით იყვნენ გა თავისუფლებულნი თანამდებობებიდან, ისევე როგორც წამყვანი თანამდებობის პირები სახელმწიფო რადიოში. ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის დეპუტატი იოაკიმ ზელერი ბრალს სდებს ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ მან უარი თქვა დემოკრატიული შეთანხმების ძიებაზე.

ერთობლივ წერილში, რომელსაც ხელს აწერს ევროპის სახალხო პარტიის 21 დეპუტატი, პრემიერ–მინისტრს ბრალს სდებენ საქართველოსთვის ევროპაში მიმავალი გზის დახურვაში.

სააკაშვილის“ ნაციონალური მოძრაობა“ “ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია. ის რეგულარულად მონაწილეობს უმაღლეს დონეზე ჩატარებულ ევროპის სახალხო პარტიის შეკრებებში. ახლახან გამართულ შეხვედრაზე „ევროპის სახალხო პარტიის“ დეპუტატებმა დაამტკიცეს რეზოლუცია, რომელშიც აცხადებენ, რომ უარს იტყვიან ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე – შეთანხმებაზე, რომელიც მნიშვნელოვან უპირატესობებს სთავაზობს საქართველოს არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას.

„ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკოსები“ თავს იკავებენ სააკაშვილის კრიტიკისგან, რაც გასაკვირი არც არის. მაგრამ შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატების შენიშვნებს "საბჭოთა სტილის პროპაგანდა" უწოდა. ივანიშვილისთვის მიმართულ უჩვეულო წერილში დიპლომატმა ისაუბრა მიკერძოებულ კომენტარებზე, რომლებიც საქართველოს რეალობას არ ასახავენ. შემდეგ იგი მიესალმა ივანიშვილის და მისი მთავრობის ძალისხმევას რეფორმის განსახორციელებლად და მათ მზადყოფნას, გაითვალისწინონ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების რჩევები.

სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს განხორციელდა მთავრობის ადმინისტრაციის მოდერნიზაცია, თუმცა მან ასევე მოახდინა ძალაუფლების მხოლოდ საკუთარ ხელში კონცენტრაცია, ხელი შეუწყო ელიტურ კორუფციას, ახორციელებდა სამთავრობო კრიტიკის თვალთვალს და წამოიწყო საგადასახადო გამოძიებები იმ მეწარმეთა მიმართ, რომელთაც მის პოლიტიკას მხარი არ დაუჭირეს.
კანონიერი შეკითხვები ასევე შეიძლება დაისვას ახალი მთავრობის მიმართაც. კერძოდ, გაუგებარმა განცხადებებმა ახალი პრემიერ - მინისტრის მხრიდან, რომელმაც ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს, რომ ყველაფერს, რასაც იგი ამბობს და აკეთებს, საზოგადოებრივი აზრი შეაფასებს - უკვე გარკვეული ეჭვი დათესა.

საზოგადოებრივი ზეწოლა მოითხოვს მკაცრ სასჯელს სააკაშვილის ხელისუფლების უკანონო საქმიანობის შედეგად მიყენებული ზიანისათვის, რეალურისთვის თუ წარმოსახვითისთვის. გენერალურ პროკურატურაში ათასობით საჩივარი იქნა შეტანილი. ყოფილი პრემიერ–მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობა უკავია და ასევე ოცზე მეტი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, თანამდებობრივი უფლებამოსილებათა ბოროტად გამოყენებისთვის სასამართლოს წინაშე წარდგომას ელიან.

საქართველოს მრავალ მოქალაქეს აწუხებს კითხვა – რატომ არის, რომ აღნიშნული ფაქტების მიუხედავად ივანიშვილი კვლავაც ამახვილებს ყურადღებას კრიტიკაზე.

ევროკავშირის წრეები ბრიუსელში ასევე განიცდიან ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატთა კრიტიკას. გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, შტეფან ფულეს განცხადებით, ის კმაყოფილია ახალი მთავრობით. ევროკავშირთან მოლაპარაკებები სტაბილურად მიმდინარეობს და "ზოგიერთ საკითხში ჩვენ გვაქვს უკეთესი შედეგი, ვიდრე ძველ მთავრობასთან" ,- აღნიშნავს ფულე.

რაც მთავარია, ვილნიუსის სამიტზე, ნოემბერში, ევროკავშირი დაინტერესებულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში თავისი სამეზობლო პოლიტიკის წარმატების დემონსტრირებაში.

"აღმოსავლური პარტნიორობის" ხუთ სხვა წარმომადგენელს - სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, მოლდოვას და ბელორუსსანგარიშისთვის ძალზე მცირე მნიშვნელობის პროგრესი გააჩნიათ.

მიუხედავად ამისა, სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები საზღვარგარეთ,საქართველოში არსებული მდგომარეობის საშიშად წარმოჩენის ინტერესს არ კარგავენ. სააკაშვილმა და 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" სხვა ლიდერებმა ევროკავშირსა და ვაშინგტონში მხარდამჭერთა მოძიებაში ბოლო წლებში წარმატებებს მიაღწიეს, პირველ რიგში, კონსერვატიული ფრთის პოლიტიკოსებს შორის. ბევრ ლიდერზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს მიზანმა, გაწევრიანებულიყო ნატოში, რომ სურდათ ყურაღება არ მიექციათ დემოკრატიისკენ მიმავალი პროგრესის ნაკლებობაზე.

უცხოელ პოლიტიკოსთა სიმპათიით გამსჭვალული განცხადებები სააკაშვილს დაეხმარა საკუთარი მოსახლეობის მიმართ საკუთარი პოლიტიკის ლეგიტიმაცია მოეხდინა. აკლდა რა სიცოცხლისუნარიანი პოლიტიკური ინსტიტუციები საკუთარ ქვეყანაში, მისი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობდნენ მედიატორების სახით უცხოელი ელჩების მოზიდვას– მიზეზი, რის გამოც შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერის კომენტარები ასე მნიშვნელოვანია. ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ასევე გახდა არაოფიციალური შუამავალი პოლიტიკურ ბანაკებს შორის და, როგორც ჩანს, მრჩეველი ივანიშვილისთვის, რომელთანაც იგი ხშირად საუბრობს.

იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის და ივანიშვილის ბანაკებმა თავიანთი კონფლიქტი საერთაშორისო არენაზე გაიტანეს, ისინი ასევე ზიანს აყენებენ საქართველოს იმიჯსა და მომავალს. და როდესაც ევროპელმა პარლამენტარებმა გააჩაღეს დებატები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ცალმხრივი, ნეგატიური სურათის წარდგენით, მათ ამით საკუთარი სამოქმედო სივრცეც შეიზღუდეს.

ინტერვიუს მსვლელობისას „ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის“ პოლიტიკოსი ბრუკი როგორც ჩანდა, მზად იყო კომპრომისისთვის, როცა განაცხადა: "ჩვენ ვცდილობთ ავაშენოთ ხიდები და გავანელოთ საქართველოში არსებული მდგომარეობა. მე მოვიწვიე პრემიერ- მინისტრი ივანიშვილი ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შეხვედრაზე. ჯერ კიდევ გვაქვს დრო დიალოგისთვის და წესრიგის დამყარებისთვის".

სილვია შტებერი არის დამოუკიდებელი ჟურნალისტი გერმანიიდან, რომელიც ექვს წელზე მეტი ხნის მანძილზე აშუქებს სამხრეთ კავკასიის თემებს. ის რეგულარულად თანამშრომლობს რამდენიმე მედიაკომპანისათან გერმანიაში, შვეიცარიაში და საქართველოში.

http://www.globalpost.com/dispatches/globalpost-blogs/commentary/power-struggle-damaging-image-and-future-georgia-0