რაში უნდა დახარჯო კაცმა ფული, თუ არა სიამოვნებაში, თუმცა სიტყვა “სიამოვნება” ყველას სხვადასხვაგვარად გვესმის და გამონათქვამი: “მილიონი რომ მქონდეს” ჩვენში განსხვავებულ სურვილებს ბადებს. სანამ გადაწყვეტდეთ რაში დახარჯავთ მილიონებს, გაეცანით მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირად ღირებულ სიამოვნებათა სიას.
1. ლათინოამერიკელი მომღერალი ჯენიფერ ლოპესი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალია. მისი “ზღაპრული სხეული” 1 მილიარდ ევროდ არის დაზღვეული.
2. ყველაზე ძვირადღირებულ ფილმად ისევ “ტიტანიკი” მიიჩნევა. მის გადაღებაზე 200 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა.
3. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სარეკლამო კამპანია პეპსის ეკუთვნის. 2009 წელს ამ ფირმამ თავისი პროდუქციის რეკლამირებისთვის პოპმომღერალი ბრიტნი სპირსი მიიწვია. 90 წამიან სარეკლამო რგოლში ცნობილი სასმელის მწარმოებელმა ფირმამ 7,53 მილიონი დოლარი გადაიხადა.
4. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მოგზაურობად ამერიკელი ბიზნესმენის დენის ტიგოსა და მილიონერ მარკ შატლვორტის კოსმოსში გაფრენა ითვლება. თითოეულმა მათგანმა ამ სიამოვნებაში 20 მილიონი დოლარი გადაიხადა.
5. მსოფლიოს ყველაზე ძვირ ქალაქად ტოკიოა მიჩნეული. არასად ისეთი ძვირი არ ჯდება ცხოვრება, როგორც იაპონიის დედაქალაქში.
6. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სერიული ავტომობილია მაიბახი. რომლის სავარძელი საწოლად ტრანსფორმირდება. აქვს დივიდი ფლეერი დოლბის სისტემა. ამ ისამოვნებისთვის ღირს ფულის გადახდა! მოდელი მაიბახ-62 360 ათასი ევრო დაგიჯდებათ.
7. ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი იუველირმა დაამზადა. უძვირფასესი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ცნობილმა იუველირმა სტიუარტ ვაიცმანმა შექმნა. იგი 642 ლალის ქვით არის მორთული და 1,6 მილიონი ევრო ღირს.
8. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სადილობა დევიდ აინქორნს დაუჯდა, რომელიც ფირმა greenlight capital-ის მფლობელია. მან ვაჭრობის შემდეგ თავისი კუმირი – მილიარდელი უორენ ბაფეტი სადილზე დაითანხმა და ამაში 250 100 დოლარი გადაიხადა.
9. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სიგარეტი თრეასურერ-ის მარკის გახლავთ. ერთი კოლოფი დაახლოებით 24 ევრო ღირს და მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებში იყიდება.
10. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კარტოფილი – La Bonnote – საფრანგეთში მოდის და ერთი კილოგრამი დაახლოებით 500 ევროდ ფასობს.
11. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყავა Kopi Luwak - სუმატრას კუნძულებზე ხარობს. ფუნტის მეოთხედი 75 დოლარამდე ღირს.
12. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კოსტიუმი ამერიკელი კოსმონავტების კოსტიუმია. იგი 9 მილიონი დოლარი ღირს და ერთდროულად მსოფლიოში არსებულ ჩასაცმელებში ყველაზე ძვირ ნივთად მიიჩნევა.
13. მსოფლიოს ყველაზე ძვირიან სასტუმროდ Burj Al Aarab - ითვლება. ამ სასტუმროს ყველაზე უბრალო ნომერი ერთი ღამით 770 ევრო ღირს, ხოლო სამეფო აპარტამენტები 7700 ევრო.
14. მსოფლიოში ყველაზე ძვირი, პარიზიდან ახლოს მდებარე სტადიონის Stade defrance-ს მშენებლობა დაჯდა. 1998 წელს ამ სტადიონზე საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მისი მშენებლობა 460 მილიონი ევრო დაჯდა.
15. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული აქცია Berkshire Hathaway, უორენ ბაფეტს ეკუთვნის. ამერიკული საინფორმაციო ფირმის ერთი საბირჟო აქცია 64 ათას ევროზე მეტი ღირს.
16. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სავაჭრო მარკაა კოკა კოლა. მისი ღირებულება 68,9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც მთელი ფირმის ღირებულების 60%-ს შეადგენს.
17. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული თოჯინა “ბარბი” 100 ათასი ევრო ღირს. მას აცვია კაბა, რომელიც ნამდვილი ბრილიანტებითაა მორთული.
18. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წიგნია ლეონარდო და ვინჩის “ლესტერული კოდექსი” (ტრაქტატი წყალზე, მიწაზე და ცის ამბებზე), რომელიც ძვირფას ქაღალდზე სარკისებური შრიფტით არის შესრულებული. ბილ გეიტსმა ეს წიგნი 24 მილიონ დოლარად შეიძინა.
19. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბიუსჰალტერი 12,5 მილიონი დოლარი ღირს. ნიუ იორკის ერთ-ერთი მოდების ჩვენებაზე ეს ბიუსჰალტერი გერმანელმა მოდელმა ჰაიდი კლუმმა წარმოადგინა.