„ქოლცენტრები მხოლოდ კამუფლაჟია, რომელიც კეზერაშვილს  ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ვაჭრობიდან მიღებული შავი ფულის გასათეთრებლად სჭირდებოდა“

„ქოლცენტრები მხოლოდ კამუფლაჟია, რომელიც კეზერაშვილს  ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ვაჭრობიდან მიღებული შავი ფულის გასათეთრებლად სჭირდებოდა“

„ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით ჩამოსული ჟურნალისტები შეიძლება კიდევ უფრო მეტ დანაშაულზე გავიდნენ. შეიძლება სააკაშვილიც ვიხილოთ, როგორც ოქროს მოწმე და სააკაშვილიც დაკითხონ მის პერიოდში კეზერაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი, ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია და არც იმას გამორიცხავს, ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით „სკოტლანდ იარდისთვის“ მისი პერსონაც იყოს საინტერესო, რადგან სწორედ იარაღით უკანონო ვაჭრობისა და კეზერაშვილ-მერაბიშვილის ბრალეულობის მხილებას მოჰყვა მისი დაკავება სააკაშვილის რეჟიმის მიერ.

„ბიბისის“ საგამოძიებო ფილმში კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ფილმში დეტალურადაა აღწერილი ძარცვის სქემა, ჯერ სწავლობდნენ სავარაუდო მსხვერპლის ფინანსურ შესაძლებლობებს, შემდეგ ყოველ ორ საათში ურეკავდნენ და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად ევროპელ პენსიონერებს ფულს სძალავდნენ. ევროპა მოუმზადებელი აღმოჩნდა ამგვარი აფერისთვის, საქართველოშიც ცალკეული ოპოზიციონრები თავს ირწმუნებენ, თითქოს „დონ კეზერა“ ამის ჩამდენი არ არის. თქვენთვის რამდენად ნაცნობია კეზერაშვილის ხელწერა, თქვენი დაჭერის ერთ-ერთი მიზეზიც ხომ სწორედ უკანონო იარაღის ბიზნესის გამომზიურება იყო, რაშიც კეზერაშვილის ინტერესებიც იკვეთებოდა?

- თქვენ ზუსტად აღნიშნეთ, რომ ამ თემაზე მე კარგა ხანია, ვსაუბრობ. სხვათა შორის, ამ ფაქტების გაჟღერება რომ დავიწყე, ამის გამო დამიჭირეს და ამის გამო მდევნიდა სააკაშვილის ხელისუფლება. კეზერაშვილს, მერაბიშვილს და მათ დანაშაულებს ვამხელდი, მქონდა ამის მტკიცებულებები და ვაპირებდი, ეს მტკიცებულებები გადამეცა ჩვენი დასავლელი სტრატეგიული მეგობრებისთვის. როცა დამიჭირეს, მე ვიყავი ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის კონსორციუმის ტერორიზმთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელიც იძიებდა ასეთი ტიპის დანაშაულებს, მათ შორის, შავი ფულის გათეთრებას, ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერას, იარაღის უკანონო გაყიდვასა და ნარკოტიკების თემას. მე მქონდა სერიოზული პოზიციები, 2008 წლის სექტემბერში წარვადგინე მოხსენება, სადაც ეს ყველაფერი მქონდა გაშლილი. მერე უკვე ამის გამო მიმიწვიეს ლონდონში ატლანტიკური საბჭოს დახურულ შეხვედრაზე, სადაც მე, როგორც ამ დარგის სპეციალისტი და ექსპერტი, მოხსენებით გამოვედი. ზუსტად ამის შემდეგ დაიწყეს ჩემზე თვალთვალი და ჩემი დაპატიმრების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს. სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ 2013 წელს საეჭვო ვითარებაში ავარიაც კი მომიწყეს, რათა არ გადამეცა ეს მასალები ევროკავშირის მაშინდელი სამხედრო მისიის ხელმძღვანელისთვის. თანაც, ავარია გაგარინის მოედანზე მოაწყეს იმ დღეს, როცა შეხვედრა მქონდა საქართველოს მაშინდელ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან. სასწაულებრივად გადავრჩი, მაგრამ ეს მასალა მაინც გაიგზავნა პარიზში და შეხვედრა ბატონ არჩილ კბილაშვილთანაც შედგა, 8 საათი ვისაუბრეთ, ღამის 11 საათიდან მოყოლებული, და დილის 6 საათზე გამოვედი არჩილ კბილაშვილის კაბინეტიდან. ბატონმა არჩილმა პროკურატურას დაავალა, აღეძრა სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან ჩემს დევნასთან დაკავშირებით. პარალელურად, დაიწყო გამოძიება ამ საეჭვო სქემებთან მიმართებითაც. ბოლომდე ეს საქმე არ მისულა და ესეც ბევრ კითხვას ბადებს.

როდესაც თქვენ დაგიჭერეს, იმ პერიოდში არ იყო ქოლცენტრები, მაგრამ იყო იარაღით უკანონო ვაჭრობის სქემა, სადაც კეზერაშვილის სახელი იარაღით ცნობილი მოვაჭრის-ვლადიმერ ბუტის სახელთან გადაიჯაჭვა, რაც თქვენ გაახმოვანეთ. ისიც ცნობილია, რომ 2007 წელს კონგოში დააკავეს საჰაერო ხომალდი, რომელსაც უკანონო შეიარაღება აფრიკის მიმართულებით გადაჰქონდა და კვალი საქართველოსკენ, ანუ კეზერაშვილისკენ მიდიოდა...

- კი ბატონო, ასეთი ფაქტი დაფიქსირდა კონგოში, შემდეგ უკვე იყო 2008 წლის აგვისტოს ომი, აგვისტოს ომის დასაწყისამდე შემოვიდა შეიარაღების მარაგი, რომელიც მერე რატომღაც ჩამოიწერა და საეჭვოდ დაემთხვა ვიქტორ ბუტის მარშრუტებს, რომელმაც იმავე მექანიზმით იარაღი გადაისროლა ეკვადორში. ეს სქემა დაკავშირებული იყო სერბ იარაღით მოვაჭრე ტედიჩთან, რომელიც იყო ვიქტორ ბუტის თანამეინახე. პირდაპირ გეტყვით, ქოლცენტრები არის მხოლოდ ერთგვარი კამუფლაჟი. ქოლცენტრები იმისთვის სჭირდებათ, რომ იმ შავი ფულის გათეთრება მომხდარიყო, რომელიც მიღებულია ნარკოტიკების და იარაღის უკანონო ვაჭრობიდან. ქოლცენტრების მეშვეობით ევროპელი პენსიონრები თანხას რომ რიცხავდნენ, მერე ამას ემატებოდა ჭუჭყიანი ფული, ამას ურევდნენ ერთმანეთში, ხდებოდა ამ ფულების გათეთრება ოფშორულ ზონებში, მერე უკვე ეს ფული მიდიოდა კეზერაშვილის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ხმარდებოდა პროპაგანდისტულ ტელევიზიებსა და პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საქართველოში გადატრიალების მცდელობას აწყობდნენ. როგორც ჩანს, სახელმწიფოს სტრუქტურებში მათ ჰყავდათ ხელის ბიჭები, რადგან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე იყვნენ ავტორიტარული რეჟიმის მთავარი შემსრულებლები, კვლავ არიან ძალოვან სტრუქტურებში.

თქვენ ხშირად ამბობთ, რომ კეზერაშვილი და მერაბიშვილი ყოველთვის ტანდემში მოქმედებდნენ, რომ ესენი არიან ერთი ინტერესების მქონე ადამიანები. საერთაშორისო საგამოძიებო სტრუქტურები რამდენად შეიძლება მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კეზერაშვილის საქმით მერაბიშვილიც ხეირობდა?

- მერაბიშვილი და კეზერაშვილი ერთი გუნდია. გამოძიებას წინ ვერ გავუსწრებ, მაგრამ მერაბიშვილ-კეზერაშვილი ერთად რომ იყვნენ, ეს ჩემს საქმეშიც დევს. მოგვიანებით მათ „ნაცმოძრაობაში“ მოიყვანეს თავიანთი დამქაში ლევან ხაბეიშვილის სახით. ვფიქრობ, კეზერაშვილის მამხილებელი მასალები ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმიდან გადავიდა საერთაშორისო ძიებაში და ეს გამოიყენეს „ბიბისის“ ჟურნალისტებმაც, თავის დროზე მეც მქონდა კონსულტაცია ბრიტანელ ჟურნალისტებთან, „შპიგელშიც“ ჩემი არაერთი ინტერვიუ დაიბეჭდა, ბრიტანეთსა და გერმანიაში ჩემი „ქეისი“ ძალიან კარგად იციან, ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ „ბიბისი“ დაინტერესდა ჩემი საქმით მასალებით და შემდეგ უკვე წავიდა ქოლცენტრების მიმართულებითაც. სხვათა შორის, ლონდონის უნივერსიტეტში ისწავლება ჩემი „ქეისი“. სამ საკმაოდ სერიოზულ საგამოძიებო პროცესში მივიღე მონაწილეობა, პირველი, მე, როგორც ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის კონსორციუმის ტერორიზმთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის წევრი, ვიძიებდი ნარკოტიკების, იარაღის უკანონო ბიზნესის და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან ურთიერთობას, მეორე, მონაწილეობა მივიღე ლაფანყურის მოვლენების საგამოძიებო ჯგუფში, უშუალოდ ვაწარმოებდი ამ გამოძიებას და, მესამე, ყაზახეთში ალმათის 2022 წლის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებრივ-ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ექსპერტი ვიყავი. ნატოს საერთაშორისო დონის გამოძიებაში რომ ვიღებდი მონაწილეობას, ამიტომ დამაპატიმრეს, მაშინ ჩვენი სამუშაო ჯგუფი დამიდგა გვერდში, მეტსაც გეტყვით, ამ ჯგუფის წევრობიდან არ გამრიცხეს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ჯაშუშობის ბრალდება მომიყენა. ამაზეც მიმდინარეობს გამოძიება, რომ ციხეში აპირებდნენ ჩემს მკვლელობას, მაგრამ ღმერთმა გადამარჩინა.

შეიძლება ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციითაც დაინტერესდეს?

- რა თქმა უნდა, ეს ერთი სქემაა. ამას 2012 წლიდან მოყოლებული ვამბობდი. ზუსტად კეზერაშვილის მხილების გამოა, რომ „ფორმულამ“ შავ სიაში შემიყვანა, ასევე, „ტვ პირველმა“, „მთავარმა არხმა“. „ტვ პირველმა“ ჩემი დისკრედიტაცია მოინდომა. დიანა ტრაპაიძემ გამომიყვანა, თითქოს მე გავაჟღერე დეზინფორმაცია ისლამურ სახალიფოზე, არადა, ეს ინფორმაცია ერთი წლის მერე დადასტურდა. მე ვამბობდი, რომ ისლამური სახალიფოდან მოდიოდა რეალური საფრთხე, საქართველო შეიძლება ყოფილიყო ამ საფრთხის ერთ-ერთი პირველი რეციპიენტი და შეიძლება გამხდარიყო შავი სატრანზიტო ზონა. ამაზე ტრაპაიძემ ბრალი დამდო, თითქოს მე ევროინტეგრაციის პროცესს ვუშლიდი და ტყუილს ვამბობდი. სხვათა შორის, ევროპარლამენტარებმა, ჩემმა მეგობრებმა, ჩემს მიერ გამოკვლეული ეს საკითხი განსახილველად გაიტანეს და საქართველოს მაშინდელ მთავრობას, კვირიკაშვილის სახით, რეკომენდაცია გაუწიეს, ყურად მიეღო საფრთხის შემცველი ეს გაფრთხილება. საფრთხე მართლაც რელობად იქცა საქართველოში, ვგულისხმობ ჩატაევის გასეირნებას თბილისის ქუჩებში. ამის შემდეგ ტრაპაიძემ ბოდიშიც არ მომიხადა.

კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული მედიები ირწმუნებიან, რომ მათ ჟურნალისტური დამოუკიდებლობა ჰქონდათ, თუმცა თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ კეზერაშვილის მხილების გამო „ფორმულაზე“ ბლოკავდნენ.

- მე და თამარ ჩერგოლეიშვილი საპირისპირო აზრზე ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში ემთხვევა ჩვენი პოზიციები.

„ბიბისის“ საგამოძიებო ფილმის შემდეგ კეზერაშვილთან დაკავშირებით სააკაშვილი ხმას არ იღებს. არადა, მიშას დროს 2004 წლიდან მოხდა კეზერაშვილის აღზევება, როცა კეზერაშვილი ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა და მხოლოდ 400-ლარიან ხელფასს სჯერდებოდა.

- სააკაშვილი გაემიჯნა კეზერაშვილს, რადგან მელიას უჭერდა მხარს და მისთვის არასასიამოვნო სიურპრიზი იყო ხაბეიშვილის დაწინაურება. სხვათა შორის, ხაბეიშვილი და პანკისის სკანდალში გახვეული ცისკარიშვილი თავს არ იკლავენ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებისთვის. ცისკარიშვილის გაღიზიანება გამოიწვია, როცა „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, სააკაშვილის გათავისუფლებაში რატომ არ იღებთ მონაწილეობასო. ამით ჩანს, რომ არც მერაბიშვილი და არც კეზერაშვილი არ აპირებენ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლას.

სააკაშვილი ახლა უპირისპირდება კეზერაშვილს, თორემ „პიქსელის“ შენობაში, მეათე სართულზე კეზერაშვილი რომ იბარებდა ბიზნესმენებს და იქიდან ბიზნესმენები ან ქონების გარეშე გამოდიოდნენ, ან ციხეში ხვდებოდნენ, ეს სააკაშვილის გარეშე არ ხდებოდა.

- დიახ, ავტორიტარული რეჟიმის დროს ისინი ერთ გუნდს და ერთ შემადგენლობას წარმოადგენდნენ, ერთად იყოფდნენ ფულს. სააკაშვილმა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი რომ გაიტანა საქართველოდან, საიდან გაიტანა?!

ქოლცენტრების საქმეზე 5 ადამიანი დააკავეს. რა ელის კეზერაშვილს?

- ქოლცენტრების საქმე უკვე შეეხო ბრიტანულ სამართლებრივ სისტემას. კეზერაშვილი სარჩელის შეტანას აპირებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, სარჩელი შეიტანოს. პირიქით, „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება ეს არ არის „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ დონის ჩატარებული გამოძიება. „ბიბისის“ გაცილებით მეტი რეიტინგი გააჩნია, ვიდრე „სიენენს“, „ბიბისი“ საზოგადოებრივი ტელევიზიაა, მასში სახელმწიფოს წილი არცთუ ისე მცირეა, ჩათვალეთ, რომ „ბიბისის“ უკან სახელმწიფო დგას და სახელმწიფო სტრუქტურებიდან ხდება გამოძიების ჩატარება. როგორც ჩანს, „სკოტლანდ იარდი“ დაიწყებს ამის მოკვლევას, შეიძლება მოხდეს საქმის სასამართლოში გადასვლა, რადგან სერიოზულ საერთაშორისო დონის თაღლითობაზეა საუბარი. საქართველოში ჩამოსული ჟურნალისტები შეიძლება კიდევ უფრო მეტ დანაშაულზე გავიდნენ. ბუნებრივია, ბრიტანეთის სასამართლო არ ჰგავს ჩვენს სასამართლოს, იქ არ არის პოლიტიკური სასამართლოს ნიშნები. ჩვენთან ქოლცენტრების საქმეზე გამოძიება ბოლომდე რომ არ არის მიყვანილი, კითხვები მთავარ პროკურატურასა და ჩვენს ხელისუფლებასთან ბევრი იქნება. კეზერაშვილის წინააღმდეგ როცა კონკრეტული მტკიცებულებებია და ამათ საქმე ბოლომდე არ მიჰყავთ, კითხვები აუცილებლად გაჩნდება.

სააკაშვილს ევროპელები გადასცემენ ჩინ-მედლებს, მაგრამ ხომ შეიძლება ქოლცენტრების საქმემ მასაც მიაყენოს ჩრდილი, რადგან კეზერაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, მისი ხელისუფლების დროს გახდა კეზერაშვილი მულტიმილიონერი. შეიძლება დასავლეთში კითხვები გაუჩნდეთ სააკაშვილის მიმართაც?

- ბუნებრივია, შეიძლება სააკაშვილიც ვიხილოთ, როგორც ოქროს მოწმე და სააკაშვილიც დაკითხონ მის პერიოდში კეზერაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციაზე. რაზე გავა გამოძიება, არ ვიცით. ბრიტანულმა სასამართლო გამოძიებამ სიღრმეებში იცის ჩასვლა.

ერთიცაა, სააკაშვილი თუ ხელს დაადებს კეზერაშვილს, აქვს კი გარანტია, რომ კეზერაშვილი უარეს ოფშორებს არ გამოუჩხრიკავს?

- თვითონ იკითხონ, ერთმანეთის წინააღმდეგ რა სამხილები აქვთ. არც ესაა გამორიცხული. მთავარია, რომ „ბიბისის“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ სერიოზული ზიანი მიაყენა მერაბიშვილ-კეზერაშვილის საშინელ დაჯგუფებას, რომელიც საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. იმედი მაქვს, ამ მაქინაციებში დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არ იქნებიან ჩართულნი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯს შებღალავს.

trampi შენ ღირსი ხარ ყველაფრის ...... შე მმმმმმმართალა კალტენბუნელის აგენტო

აგენტი ხარ აგენტი
ხო გაღიარებინეს კლტერნბრუნელის აგენტობა?? ხოოოდა ეგ ყველაფერი რო იცი.... ნაცების ფონზე ოცნებას როგო ლანძღავ??
ოცნება რომ დედის პროჭ საგინებელია ვიცი მაგრამ.......................... ნაცების ფონზეეეე??
შენ რაც გიქნეს მასე ათასობით ადამიანს რო გაუკეთეს ეგეც ხო იცი???
მერე??
ხოოოდა ............................................ ...კოკოითი ფანდარასტ......
1 წლის უკან