ოპოზიციაში BBC-ის საგამოძიები სიუჟეტის შემდეგ დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები კიდევ უფრო გამწვავდა. პოლიტიკური დისკუსიის მთავარ თემად კვლავ დავით კეზერაშვილის ირგვლივ ევროპიდან წამოსული ბრალდება რჩება.
ე.წ. ქოლცენტრების სქემის ორგანიზატორად, დავით კეზერაშვილის დასახელებამ არგუმენტები ყოფილი ჩინოსნის მიმართ მმართველ გუნდის გარდა, ოპოზიციის ნაწილსაც გაუმყარა. ამიტომ ოპოზიციის ნაწილი ღიად მოუწოდებს კოლეგებს, დავით კეზერაშვილს გაემიჯნონ, ვინაიდან ქართულ პოლიტიკაში ის მხოლოდ ნეგატიურ როლს თამაშობს. მათთვის გაუგებარი აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ კოლეგების პოზიციაც, თითქოს ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტი ემსახურებოდა ხელისუფლების მცდელობას, გადაეფარა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. მათი აზრით, მსგავსი რიტორიკა „ნაციოანლურ მოძრაობას“ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს.
BBC-ის საგამოძიებო ფილმი 46-წუთიანია, რომლის მთავარი მოქმედი პირი დავით კეზერაშვილია. „მისტერ ოფშორი“ - ასე უწოდებს ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, რომელიც მილიარდიანი თაღლითობის სქემის ცენტრალური ფიგურაა.
აღმოჩნდა, რომ BBC-ის კამერა თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასაც იღებდა. პროკურორებს ოფისებში ჩართული კომპიუტერები დახვდათ, საიდანაც ასობით მტკიცებულებაა ამოღებული.
თბილისის ხუთვარსკვლავიან ბიზნეს ცენტრში გახსნილი ოფისიდან, ბრიტანეთის 5 ათას მოქალაქეზე გავიდნენ, ჩამონათვალშია სკანდინავიისა და გერმანიის პენსიონერებიც.
ფილმში გამოყენებულია გერმანელი პროკურორის ინტერვიუ რომელიც ამბობს, რომ მსხვერპლი ძალიან ბევრია, მათ შორის გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან.
„გირჩის“ ლიდერი ვახო მეგრელიშვილი BBC-ის გამოძიებას ეხმაურება და ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, ოპოზიციაში მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, რომ კეზერაშვილისგან დისტანცირდნენ და ეს იმ ადამიანების ინტერესში უნდა იყოს, რომლებიც კეზერაშვილის მიღმა ხედავენ საკუთარ თავს პოლიტიკაში.
სულ „ბლეიმ გეიმი“ იყო, სულ ბრალდებები და ოპოზიციის სხვა ძალების დადანაშაულება იმაში, რასაც სინამდვილეში ეს ხალხი თვითონ აკეთებდა დიდი ხნის განმავლობაში. ეს ამბავი, რაც ახლა ხდება, 2024 წლის არჩევნების წინ რომ მომხდარიყო, სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩენილიყო სიტუაცია, შეიძლება ჩამონგრეულიყო მთელი ოპოზიციური სპექტრი. ის მოხდა კარგი, რომ ეს ხდება წელიწადნახევრით ადრე არჩევნებამდე და შესაძლებელია, რომ ოპოზიცია ჯერ დაინგრეს, მაგრამ ამის შემდეგ ახალი კონსტრუქცია აშენდეს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
ანალიტიკოსი და კნფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ დავით კეზერაშვილის წიანააღმდეგ BBC-ის მიერ გამოქვეყნებული სიუჟეტით ქართული ოპოზიციის ნაწილმა სერიოზული დარტყმა მიიღო, რადგან მთელი მათი პოლიტიკა და რიტორიკა დასავლეთზეა აგებული. ახლა კი აღმოჩნდა, რომ სწორედ დასავლეთიდან კეზერაშვილს სერიოზულ მაფიოზური ქსელის მეთაურობაში სდებენ ბრალს.
„ჩვენი ოპოზიციის მთელი დღის წესრიგი დასავლურ სამყაროსთან ერთიანობაზეა მიბმული და იმაზე აპელირებენ, რომ დასავლეთიდან წამოსული ნებსიმიერი ბრალდება, განცხადება თუ პოზიცია მართალია. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, ეს საგამოძიებო სიუჟეტი ოპოზიციაზე სერიოზული დარტყმაა. ახლა უკვე გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა. ის, რომ დავით კეზერაშვილს მძიმე ბიოგრაფია ჰქონდა, ყველასთვის ისედაც ცნობილი იყო.
ქოლცენტრებთან დაკავშირებით, შეიძლება ვიღაცისთვის რაღაცა საკამათო იყოს და ამ შეფარული სქემში ის კარგად იმალებოდეს, თუმცა იარაღის ბიზნესთან დაკავშირებით ხომ ყველამ ყველაფერი კარგად იცის; ქონებების წართმევაში, ქართველი ბიზნესმენების რეკეტში ხომ ეს ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მთავარი ხელმძღვანელი იყო. ის, რომ „გალფის“ პერიოდში ყველა კონკურენტი გაანადგურა, ესეც ხომ ფაქტია. ფირმა „მაგნატი“, ფირმა „სანტე“, რომელიც მიწასთან გაასწორა და მათი მეპატრონეები ციხეში აყურყუტა, ესეც ხომ ყველამ კარგად იცის, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“. თუმცა ისე იქცევიან, ვითომ ამ კაცს ბუზიც არ აფრენია. დასავლელ პოლიტიკურ ელიტას საკუთარი ამომრჩეველი აწვება და ამიტომაც მიაქციეს ამ აფიორას ასეთი ყუარდღება. პენსიონრები დასავლელი პოლიტიკოსების სტაბილური ამომრჩეველია. ამიტომ მათთვის ამ ხალხის გაძრაცვა ძალიან სერიოზული ამბავია. ჩვენ თვალწინ ოპოზიციის ზოგიერთი წევრი მორიგ სპექტაკლს თამაშობს, ვითომ არაფერი იცოდნენ და ახლა გაიგეს კეზერაშვილი ვინ იყო“, - ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, BBC დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ტელევიზიაა და ის ასე ხელაღებით, მტკიცებულებების გარეშე, კეზერაშვილს და მის გარემოცვას ხელს არ დაადებდა. შესაბამისად, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ თავად რადიკალურ ოპოზიციაშიც ძალიან კარგად ხვდებიან საქმე როგორ სერიოზულად არის. ხვდებიან, რომ ამ ამბის უკან დასავლური პოლიტიკური ჯგუფები დგანან, რომლის დახმარებაც და მხარში დგომაც ჩვენი ოპოზიციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც არეშიძე ვარაუდობს, რომ ვნებათაღელვა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს და ბევრს თავის გადარჩენის მიზნით კეზერაშვილის უარყოფა მოუწევს.
„ჩვენ ვხედავდით, რომ ამ ხნის განმავლობაში, დავით კეზერაშვილს ამ შავბნელ საქმიანობაზე ევროპის ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი თვალს ხუჭავდა. თუმცა როგორც კი მეორე მხარეს მოტყუებული და გაცრუებული პენსიონრების კრიტიკული რიცხვი დაიდო, იძულებულები გახდნენ, კეზერაშვილს ხელი დაადონ. ეს ხალხი გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობებს აქტიურობას და რეაგირებას სთხოვს. პენსიონრების გზავნილი პოლიტიკურმა ჯგუფმა თუ არ გაიგო, ხვალ ეს მათ პოლიტიკურ მომავალს დაასრულებს.
როგორც ჩანს, კეზერაშვილი დასავლეთში ვისთანაც ალაგებდა, იმაზე ძლიერი სხვა პოლიტიკური ჯგუფია, რომელთანაც რაღაცების დალაგება ვერ მოხერხდა. ოპოზიციურ სპექტრში რღვევის პროცესი ძალიან აქტიურად არის დაწყებული და დავით კეზერაშვილის ამბავი ამ ყველაფერს კიდევ უფრო დააჩქარებს. დავინახეთ, რომ ამ ამბამდეც „ნაციონალურ მოძრაობაში“ კეზერაშვილის და მერაბიშვილის ჩართულობამ როგორი განხეთქილება გამოიწვია. BBC-ის სიუჟეტი, მგონია, რომ გადამწყვეტი ფაქტორი იქნება და ძალიან ძნელი წარმოსადგენია რადიკალური ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებს რა ფორმით შეხვდება. ახლა რომ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ, წარმოუდგენიათ საერთოდ რა დღეში ჩავარდებიან?!“,-ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, 2024 წლამდე ოპოზიცია ახალი კონსტრუქციის შემქნას ვერ შეძლებს. სადაც კეზერაშვილი და მერაბიშვილი იქნებიან, იქ ახალი კონსტურქციის შექმნა ვერ გამოუვათ. პირიქით, ისინი იქნებიან პოლიტიკური ძალების განზიდვის მთავარი წერტილი.
ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე კი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ოპოზიციის ნაწილი ვისაც დავით კეზერაშვილი არ აფინანსებს, მის წინააღმდეგ გამოდის, ხოლო ვისაც აფინანსებს, მის დაცვას ცდილობს. კიკნაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა ძალიან გაუჭირდება, რადგან BBC იმ დონის და რეპუტაციის მაუწყებელია, რომლის კომპეტენციაშიც ეჭვს ვერავინ შეიტანს. ამიტომ ოპოზიციის ნაწილი უკვე იძულებულია თავი გადაირჩინოს და კეზერაშვილის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთოს.
„რა თქმა უნდა, ეს ამბავი ოპოზიციაზე ძალიან უარყოფითად აისახება, რადგან კიდევ ერთი შიდა განხეთქილების მიზეზი გახდება. მიმაჩნია, რომ ეს ცუდი სულაც არ არის, რადგან ის ოპოზიცია, რომელიც ჩვენ გვყავს, რეალური ოპოზიცია არ არის. ისინი საქართველოს კეთილდღეობაზე არ ზრუნავენ. ეს ხალხი სხვადასხვა გავლენის აგენტები არიან. ამიტომ დასავლეთიდან მსგავსი ბრალდებების გაბათილება ძალიან გაუჭირდებათ. მივესალმები ოპოზიციაში განხეთქილებას. საქართველოში ახლა აუცილებელია პატრიოტი, სუფთა რეპუტაციის და ხალხში ნდობის მქონე პოლიტიკოსები. ამ ხალხს სინდისის ნატამალიც არ აქვს და ახლა დაბნეულები რას ამბობენ, თავადაც არ იციან. ისიც კი თქვეს, რომ ხელისუფლებას ეს ამბავი რაღაცის გადასაფარად სჭირდებოდაო. რა დონის დაბნეულები არიან, რომ სრულიად მარაზმში გადავარდნენ. 1012 წელსაც ყველამ იცოდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი რას აკეთებდა, უბრალოდ, ციხის კადრებმა კიდევ უფრო მეტი სიცხადე შეიტანა. ახლაც ასე ხდება, კეზერაშვილი რომ საქართველოს ბიუჯეტის ქურდია ყველამ კარგად იცის, მაგრამ სანამ ეს დასავლეთიდან არ თქვეს, მანამდე ამაზე თვალის გასწორება ოპოზიციაში არ უნდოდათ. დასავლეთი ხომ მათთვის მთავარი ძალაა, რომელსაც ენდობიან და თვალდახუჭული გაჰყვებიან. მაშ რაღაზე ეპარებათ ეჭვი? მე ვფიქრობ, ამ სიუჟეტის შემდეგ ოპოზიციაში ძალიან დიდი გაუგებრობაა და მთელი დღის წესრიგი აუყირავდათ. ამიტომ ველი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რღვევის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება და, ერთხელ და სამუდამოდ, ეს ხალხი ქართული პოლიტიკიდან წასვლის დღეებს დაითვლის. მგონია, 2024 წლის არჩევნებისთვის ეს ძალიან კარგი ამბავი იქნება, რადგანაც ბევრ ახალ პოლიტიკურ ძალას საშაულება მიეცემა, რომ დღის სინათლეზე გამოვიდეს“, - ამბობს კიკნაძე.