„ბიბისის ინფორმაციაზე ამბობენ, ხელისუფლებამ შემოაგდოო და წარმოიდგინეთ საქართველოში რომ ხდებოდეს ეს პროცესი, რა ვერსიები გაჩნდებოდა, ამიტომ რატომ უნდა ვიმეტიჩროთ და კეზერაშვილის გადმოცემა რატომ უნდა მოვითხოვოთ?!“

„ბიბისის ინფორმაციაზე ამბობენ, ხელისუფლებამ შემოაგდოო და წარმოიდგინეთ საქართველოში რომ ხდებოდეს ეს პროცესი, რა ვერსიები გაჩნდებოდა, ამიტომ რატომ უნდა ვიმეტიჩროთ და კეზერაშვილის გადმოცემა რატომ უნდა მოვითხოვოთ?!“

„ოპოზიცია ცდილობს, დაგვაჯეროს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ინგლისის მართლმსაჯულებას ტენის კეზერაშვილს, როგორც გლობალურ დამნაშავეს. სადაც ინგლისში გავრცელებულ ინფორმაციაზე ამბობენ, საქართველოს ხელისუფლებამ შემოაგდოო, ხომ წარმოგიდგენიათ, საქართველოში რომ ხდებოდეს ეს პროცესი, რა ეპითეტები და რა ვერსიები გაჩნდებოდა?! ამიტომ რატომ უნდა ვიმეტიჩროთ და კეზერაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა რატომ უნდა მოვითხოვოთ?!“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

„ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, რომლითაც გლობალური თაღლითობის სქემაში კეზერაშვილი დაადანაშაულეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კეზერაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა და მისი დასანქცირება მოითხოვეს. საუბარია „მილტონ გრუპის“ ქსელზე, რომელმაც ევროპელ პენსიონერთა მოტყუების ხარჯზე მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. „მილტონ გრუპის“ ყოფილი თანამშრომლები აღიარებენ, რომ მათ კავშირი ჰქონდათ კეზერაშვილთან. რა შემთხვევაში დადგება საქართველოსთვის კეზერაშვილის გადმოცემის საკითხი, რადგან საქართველოში მას უკვე წაყენებული აქვს ბრალი სხვა საქმეებთან დაკავშირებით. მათ შორის, საუბარია თავდაცვის სამინისტროში შესყიდვებიდან დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე.

- კეზერაშვილის გადმოცემის საკითხში არის ერთი პრობლემა, რომ უპირველესი უფლება პირის გასამართლებისა აქვს იმ ქვეყანას, სადაც ხდება დანაშაული. ამ შემთხვევაში, „ბიბისის“ სიუჟეტის მიხედვით, დანაშაული დიდ ბრიტანეთში, ზოგადად, ევროპაშია მომხდარი. ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დაამუშავონ ეს საკითხი, ქართულ მართლმსაჯულებას გაუჭირდება იმ სიღრმეებში ჩასვლა, რაც კეზერაშვილმა მის თანამზრახველებთან ერთად მოიმოქმედა დასავლეთში. გასაგებია, შალვა პაპუაშვილი რასაც ამბობს კეზერაშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით, მაგრამ მე არ მესმის, რა ხიბლი აქვს კეზერაშვილის გადმოცემას ქართული ხელისუფლებისთვის, რადგან, ჯერ ერთი, ჩვენი სასამართლოს კომპეტენციის საკითხი ბუნდოვანია, მეორეც, თავად კეზერაშვილის საქართველოში აღმოჩენა და მოხვედრა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის მსუყე თემა გახდება, ისევე, როგორც სააკაშვილის თემა, ესეც იქნება ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან ყოველდღიური მსჯელობის საგანი.

ფიქრობთ, რომ ამ საერთაშორისო სკანდალის შემდეგ ოპოზიციონრები კეზერაშვილს არ განუდგებიან? მასთან აფილირება ხომ ცალკეული ოპოზიციონრებისთვის იმთავითვე არაკომფორტული იყო, მიუხედავად მისი ფინანსებისა?

- ის კი არა, დღეს ითქვა უკვე, „ბიბისის“ ამბავი საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის შემოაგდო, რომ მოსამართლეების საკითხი გადაეფარაო. თავისთავად, საინტერესოა ე.წ. შემოგდების თემა. სადაც ინგლისში გავრცელებულ ინფორმაციაზე დღევანდელი ოპოზიციონრები ამბობენ, საქართველოს ხელისუფლებამ შემოაგდოო, ხომ წარმოგიდგენიათ, საქართველოში რომ ხდებოდეს ეს პროცესი, რა ეპითეტები და რა ვერსიები გაჩნდებოდა?! მით უმეტეს, პატარა ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი მოქმედებს სასამართლოზე. ამიტომ რატომ უნდა ვიმეტიჩროთ და კეზერაშვილის გადმოცემა რატომ უნდა მოვითხოვოთ, მე არ მესმის.

ეს ფული არის ევროპელი პარტნიორებისა და პენსიონერებისგან მითვისებული ფული, რამდენად მორალურია მისი მიღება ჩვენი ოპოზიციის მხრიდან, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, კეზერაშვილი გულუხვად აძლევდა ფულს ოპოზიციას და ცალკეულ მედიასაშუალებებს საქართველოში არეულობის მოსაწყობად. თუკი კეზერაშვილის დასანქცირება მოხდება, რა საშუალება დარჩება ოპოზიციას? რა იქნება მაშინ ოპოზიციის ძალა, თუკი ფინანსებზე წვდომა არ ექნებათ?

- რა თქმა უნდა, ოპოზიციის საყრდენი კეზერაშვილის ფიგურაში და მთავარი მოტივი კეზერაშვილის ფიგურასთან ყოფნისა არის ფინანსები. ვერ ვიტყვით, რომ ისეთი რიტორიკით გამოირჩევა კეზერაშვილი, ოპოზიციაზე პოლიტიკური გავლენა მოუხდენიაო, ეს დამაჯერებელი არ იქნება. რაც შეეხება სანქციებს, არ ვიცი, რამდენად მოხერხდება სანქცირება, რადგან კეზერაშვილს აქვს შანსი, წავიდეს ისრაელში. ისრაელი კი, როგორც წესი, არ გადასცემს ხოლმე თავის მოქალაქეებს სხვა ქვეყნის მართლმსაჯულებას, თუმც შეიძლება ისრაელმა თვითონ წამოიწყოს ასეთი პროცესი. ორი ქვეყნის მოქალაქეა კეზერაშვილი და, ბუნებრივია, ამ ორი ქვეყნიდან მას უფრო მეტად ისრაელისკენ წასვლის საშუალებას მისცემენ, ვიდრე საქართველოსკენ. მით უმეტეს, კეზერაშვილისთვის ისრაელში წასვლა უფრო მეტი დაცვაა, ვიდრე საქართველოში მისი ჩამოყვანა.

კეზერაშვილი ამტკიცებს, რომ საეჭვოდ მიაჩნია „ბიბისის“ მიერ მომზადებული ეს სიუჟეტი, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიაჩნია მაღალი სტანდარტის მედიასაშუალებად. საინტერესოა, რომ სიუჟეტში ნახსენები 5 ადამიანიდან (დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე, მაიკლ ბენიმინი) 4 ქართველია, რომელთა საქმეც ე.წ. პანამის დოკუმენტებს უკავშირდება. სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები სწორედ პანამასა და ოფშორულ ზონებში ინახავდნენ უზარმაზარ მოპარულ თანხებს, ჯერ კიდევ წლების წინ ითქვა, რომ 2008 წელს კეზერაშვილმა ოფშორულ ზონაში სამი კომპანია გახსნა ჟენევაში მოქმედი იურიდიული კომპანიის დახმარებით. „ბიბისის“ სიუჟეტი ხომ არ არის იმის წინაპირობა, რომ ოფშორებში გადანახული ფულის გამომზიურების ჯერიც დადგეს?

- ცხადია, გამოძიებულ უნდა იყოს ეს საკითხები, ოღონდ მარტო საქართველოსთან დაკავშირებით ამას არ გამოიძიებენ. ოფშორული ზონები უზარმაზარი პრობლემა გახლავთ მთელი მსოფლიოსთვის, თანამედროვე მსოფლიოს იმ ქვეყნებისთვის, ვინც ცდილობს ცივილიზაციის წესებით იცხოვროს. მეორე მხრივ, ამ დაფარულ ზონებს თავისი დაცვის მექანიზმები აქვს, იმდენად ბევრი ოლიგარქია დაინტერესებული ამ ზონების არსებობით, რომ მათი გაუქმება მსოფლიოს უჭირს.

სავარაუდოდ, კეზერაშვილს უნდა სცოდნოდა, რომ მასზე „ბიბისი“ სიუჟეტს ამზადებდა, შესაძლოა, ამიტომაც სცადა გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში საკუთარი პერსონის გათეთრება, რომ თითქოს საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის იღწვის და თანხებს არ ზოგავს ამ მიმართულებით, რომ მედიამაგნატია და აფინანსებს ტელევიზიას, აფინანსებს ოპოზიციას და კარგი იქნება, თუ ამ საქმიანობაში სხვებიც მიბაძავენ. რატომ ცდილობდა კეზერაშვილი სააშკარაოზე გამოსვლას, იმიტომ ხომ არა, რომ გრძნობდა, მის წინააღმდეგ საერთაშორისო დევნა გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა?

- კეზერაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა ადრეც დაიწყო. მისი სახელი ადრეც ფიგურირებდა კრიმინალურ პროცესებში და სავარაუდო იყო, რომ ის თემები, რაც ადრე მის სახელს უკავშირდებოდა, ისევ ამოტივტივდებოდა და გახდებოდა მსჯელობის საგანი. საქართველოში არსებულ პროცესებში ხშირად არის გამოყენებული ეგ მეთოდი, რომ ადამიანი საკუთარ თავს წარმოაჩენს ოპოზიციონერ პოლიტიკოსად და მისადმი წაყენებულ ბრალდებებს საეჭვოდ აცხადებს. ასევე მოიქცა კეზერაშვილი, მანაც საეჭვო გახადა ეს ბრალდება.

ასევე მოხდა ხაზარაძე-ჯაფარიძის შემთხვევაში, მათ პოლიტიკაში მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც სამართლებრივი დევნა დაიწყო მათ წინააღმდეგ. ზოგადად, ბიზნესმენებში თავის გადარჩენის ასეთი სქემა არსებობს-პოლიტიკაში თავის შეფარება.

- მადლობთ, რომ ეს მაგალითი შემახსენეთ, თავის გადარჩენის ასეთი სქემა ნამდვილად არსებობს ბიზნესმენებში. ანალოგიური სქემა, სავარაუდოდ, ახლაც უტრიალებს თავში კეზერაშვილს და არ გამოვრიცხავ, სწორედ მისი ნაკარნახევი იყოს, რაც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, ხელისუფლების შემოგდებულია ეს ამბავიო. შესაძლოა, აქვთ ამის მცდელობა, ვერსია ისეთნაირად აიგოს, რომ საქართველოს ხელისუფლება კეზერაშვილთან ბრძოლისთვის ინგლისის მართლმსაჯულებას ტენის აღნიშნულ ვერსიას. შეიძლება ასეთი სცენარის მოწმენიც ვიყოთ. ვისაც კეზერაშვილის გათეთრების სურვილი ექნება, და ასეთები მოიძებნებიან, ისინი დაიჯერებენ ამ ვერსიას, მაგრამ თავისთავად ეს ვერსია დამაჯერებლობით არ გამოირჩევა, რომ ქართულ ხელისუფლებას თურმე ისე ეშინია კეზერაშვილის, რომ ასეთი ძალისხმევით ებრძვის მას. თავისთავად, ეს არადამაჯერებელია და, მეორე, რომ თურმე ქართული ხელისუფლების დაკვეთაზე მუშაობს ინგლისური სამართალი.

ამ დროს ბევრს აინტერესებს, სად არის კელი დეგნანი და მსგავს შემთხვევებზე რატომ არ რეაგირებს? როგორც ირკვევა, კელი დეგნანს არ მისცემია საშუალება, სრულ ისტორიას გასცნობოდა კეზერაშვილის შესახებ, მაგრამ კეზერაშვილის შემთხვევაც გამოიყენა იმისთვის, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდა, კომპეტენტური საგამოძიებო ორგანო უნდა შექმნათო.

- ძნელია იმის თქმა, რას ფიქრობს კელი დეგნანი რეალურად, მით უმეტეს, რომ ძირითადად, დეგნანის შეტევის საგანი იყო საქართველოს ხელისუფლება, მოსამართლეები, დეგნანი ოპოზიციას იცავდა, გავიხსენოთ ნიკა გვარამიასთან მიმართებით დეგნანის ნაბიჯები. არ მახსენდება თავის დროზე კელი დეგნანს რაიმე ეთქვას კეზერაშვილთან მიმართებით, ამ ხაზით დეგნანთან ურთიერთობა ჯერჯერობით ბნელითაა მოცული, ყოველ შემთხვევაში, არ ამოტივტივებულა დეგნან-კეზერაშვილის ხაზი.

 

trampi არ მახსენდება თავის დროზე კელი დეგნანს რაიმე ეთქვას კეზერაშვილთან მიმართებით, ამ ხაზით დეგნანთან ურთიერთობა ჯერჯერობით ბნელითაა მოცული, ყოველ შემთხვევაში, არ ამოტივტივებულა დეგნან-კეზერაშვილის ხაზი.




ისე არ არის გასაკვირვი რომ ეგ ხაზი აღმოჩნდეს, მაგრამ თუ გინდ იყოს მაგ ხაზს მაინც არავითარ შემთხვევაში არ გამოაჩენენ!!!

კითხვა მეასედ....
რატო არ მიეთრევა ეს ჩათლახი ქალი თავის დამპალ ამერიკაში...

მალე ვნახავ თქვენ ბუმბულს მთელ მსოფლიოში გაფანტულს..................მანდ წასული ქართველები კი აქეთ რომ გამოიქცევიან
ოოოოოოო........უბედნიერესი დღე იქნება....
მართალი ყოფილა.......... აბონ ციციაშვილი
1 წლის უკან