დღეს თავდაცვის სამინისტროში ეროვნული უზრუნველყოფის ელემენტის (NSE) სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მიზნად ისახავს ქართული კონტიგენტის დეტალური გადასროლის გეგმის შემუშავებას სწავლებისათვის „Logex 2015“.
შეხვედრას მართავენ ამერიკელი, ბრიტანელი და ქართველი ლოჯისტიკის სფეროს სპეციალისტები. „ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ეროვნული მხარდაჭერის მიმართულებით, რათა საქართველოს შეეძლოს დახმარება გაუწიოს საკუთარ ქვედანაყოფებს ნატოს მისიებში ან სამშვიდობო ოპერაციებში პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობისას“ - განაცხადა სწავლების ხელმძღვანელმა პიტერ ვენუამ.
მსგავსი შეხვედრები საქართველოს გარდა სწავლებაში მონაწილე სხვა ქვეყნებშიც ჩატარდება. მრავალეროვნულ სწავლებაში „Logex 2015“ სულ 11 ქვეყანა მონაწიელობს. სწავლება ეხება სამშვიდობო ოპერაციების დროს ქვედანაყოფების გადასროლას ოპერაციის სხვადასხვა რაიონში და მათ ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას.